USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Тбилиси
დღევანდელი დღე ისტორიაში
дата:  500

26 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 177-ე დღე (ნაკიან წლებში – 178-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 188 დღე.

დღის მოვლენები

  • 363 : სასანიდების იმპერიიდან დახევისას რომი იმპერატორი იულიანე მოკლეს. ჯარისკაცებმა საბრძოლო ველზე იმპერატორად გენერალი იოვიანე გამოაცხადეს.
  • 684 : ბენედიქტე II რომის პაპი გახდა.
  • 1483 : რიჩარდ III ინგლისის მეფე გახდა.
  • 1718 : უფლისწული ალექსი, პეტრე დიდის ვაჟი, საიდუმლო ვითარებაში გარდაიცვალა, მას შემდეგ რაც მამამისმა მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა მის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის მცდელობისთვის.
  • 1723 : ხანგრძლივი ალყის შემდეგ ბაქო რუსებს ჩაბარდა.
  • 1819 : პირველი ველოსიპედი დაპატენტდა.
  • 1924 : აშშ–ის საოკუპაციო ჯარმა დატოვა დომინიკელთა რესპუბლიკა.
  • 1940 : მეორე მსოფლიო ომი – მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის თანახმად სსრკ რუმინეთს ულტიმატუმს უცხადებს, მოითხოვს რა ბესარაბიისა და ბუკოვინის ჩრდ. ნაწილის დათმობას.
  • 1945 : გაეროს ქარტიას მოეწერა ხელი სან–ფრანცისკოში.
  • 1960 : ყოფილი ბრიტანული პროტექტორატი სომალილენდი დამოუკიდებელი სახელმწიფო ხდება.
  • 1963 : ჯონ ფ. კენედი გამოდის განთქმული სიტყვით „Ich bin ein Berliner“ დასავლეთ ბერლინში ვიზიტისას.
  • 1973 : პლესეცკის კოსმოდრომზე კოსმოსური რაკეტა 3-M-ის აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.
  • 1975 : ინდირა განდი ერთპიროვნულ მმართველობას ამყარებს ინდოეთში.
  • 1976 : გაიხსნა ტორონტოს ტელეანძა (სურათზე) - უმაღლესი ცალკე მდგომი სტრუქტურა მსოფლიოში.
  • 2006 : მონტენეგრო გაეროს 192–ე წევრი გახდა.
  • 2013 : ცაჰიაგინ ელბეგდორჟი მონღოლეთის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1892 : ბაკი, პერლ — ამერიკელი მწერალი (გ.1973)
  • 1903 : აბე ტომოძი — იაპონელი მწერალი
  • 1933 : აბადო, კლაუდიო — იტალიელი დირიჟორი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 363 : იულიან განდგომილი — რომის იმპერატორი
  • 1984 : ჰუკო, მიშელ — ფრანგი ფილოსოფოსი (დ. 1926)
  • 2015 :
    • ეთერ კაკულია — ქართველი მომღერალი (დ. 1948)
    • ევგენი პრიმაკოვი — რუსი პოლიტიკოსი (დ. 1929)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ანთიმოზ ივერიელი
    • წმინდა აკვილინა
    • ტრიფილე კვიპრელი
    • წმინდა ანტონინა
    • ღირსი ანა და ძე მისი იოანე
    • წმინდა მოწამენი: დიოდორე ემესელი, ევსტრატი. წმიდა ანტიპატრი, არაბეთის ბოსტრიის ეპისკოპოსი
  • აგრეთვე:
    • რუმინეთი : დროშის დღე
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати