USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
Tbilisi
დღეს უკრაინელებმა, რუსეთის სიღრმეში ჩაატარეს წარმოუდგენელი მასშტაბის სამხედრო ოპერაცია
Date:  1387

ამ ოპერაციის ფარგლებში უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა 5 რუსულ ბაზაზე მიიტანეს დარტმა, მათ შორის ირკუტსკში მდებარე "ბელაიას" სამხედრო ბაზაზე, რომელიც უკრაინიდან 4000-ზე მეტი! კილომეტრითაა დაშორებული და როგორც სანდო სამხედრო წყაროები იუწყებიან გაანადგურეს 40-ზე მეტი! რუსული გამანადგურებელი.

რას გვეუბნება ოპერაციის დეტალები?
1. უკრაინელები ამ სამხედრო ოპერაციას 1.5 წლის განმავლობაში გეგმავდნენ, რაშიც უკრაინის სამხედრო და საგარეო დაზვერვის გარდა პრეზიდენტის აპარატი და პირადად პრეზიდენტიც ჩართული იყო. ამ გეგმაზე რუსებმა ვერაფერი შეიტყვეს. ეს მხოლოდ ერთ რამეზე - რუსული სპეცსამსახურების სრულ ჩავარდნაზე მიანიშნებს;
2. უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე, მის სიღრმეში, მათ შორის 4000+ კმ დისტანციაზე უპრობლემოდ შეიყვანეს დრონების გადასაზიდი კონტეინერები და შემდეგ უზუსტესად შეასრულეს 1.5 წლის განმავლობაში დაგეგმილი ოპერაცია - რუსული სპეცსამსახურების ჩავარდნის გარდა სახეზეა უკრაინის სამხედრო დაზვერვისა (ГУР) და საგარეო დაზვერვის (SZRU) უზუსტესი მუშაობა. ერთია ოპერაციის დაგეგმვა და მეორეა სპეცოპერაციის ზუსტად შესრულება - უკრაინულ სპეცსამსახურებს ძალიან გრძელი ხელები აქვთ;
3. უკრაინულმა დრონებმა გაანადგურეს 40-ზე მეტი რუსული სამხედრო თვითმფრინავი - ეს ომის განმავლობაში რომელიმე მხარის მიერ ერთ ჯერზე განადგურებულ ყველაზე მეტი სამხედრო თვითმფრინავს ნიშნავს. წარმოიდგინეთ - უკრაინელმა დრონებმა მათივე ბაზაზე ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გაანადგურეს რუსული ავიაგამანადგურებლები;
4. უკრაინელები მიწვდნენ 5 რუსულ ავიაბაზას - ირკუტსკში (4300 კმ), მურმანსკში (2800 კმ), ივანოვოს რეგიონში (1200 კმ), რიაზანის ოლქში (1000 კმ). ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინას მასშტაბური სამხედრო მოქმედებების განხორციელება შეუძლია არამხოლოდ ტაქტიკურ, ტაქტიკურ-ოპერატიულ, ოპერატიულ დონეებზე, არამედ სტრატეგიულ დონეზეც, მათ შორის რუსეთის სტრატეგიულ სიღრმეში შეღწევა და მის ტერიტორიაზე მისი იარაღის განადგურება;
5. უკრაინა სტამბოლის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე ძლიერი ზურგით წარდგება. მესიჯი ნათელია - გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად სამშვიდობო მოლაპარაკებაზე უკრაინელები მხოლოდ იმ შემთხვევაში იფიქრებენ, თუ მისი უსაფრთხოების გარანტიები ადეკვატური იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინელები მზად არიან სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლონ, რაც რუსეთს უმძიმეს ფასად უჯდება და კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება.
ეს არის არამხოლოდ უკრაინა-რუსეთის, არამედ თანამედროვე ომების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია მტრის ზურგში.
World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way