USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
დღეს თბილისში ელექტროენერგია შეიზღუდება
дата:  186

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო დღეს, 18 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას "თელასი" ავრცელებს.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, მანჯგალაძის, კახიანის, ინწკირველის, ცქიტიშვილის, ურიდიას, ქებურიას, ძმობის, ჩხიკვაძის, მახალდიანის, კიკნაძის, მიქატაძის, წაღვერის, ინანიშვილის, კისისხევის, წრომის, ბიჩინაშვილის, ნოსტეს, კელაპტრიშვილის, უიარაღოს, მესხის, ხუდადოვის და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას.

 

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, მანჯგალაძის, კახიანის, ინწკირველის, ცქიტიშვილის, ურიდიას, ქებურიას, ძმობის, ჩხიკვაძის, მახალდიანის, კიკნაძის და მიქატაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III კვარტლის, შუამთის და საცხენისის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მამისაშვილის, იმედაძის და ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქოშიგორის დასახლების, პეტრიწის, ჯაფარიძის და აისის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ანაკლიის, ჯიქიას და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის, ცაბაძის, სანაპიროს და გორის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), არაყიშვილის, რამიშვილის და კოსტავას ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, ლორთქიფანიძის, ჭონქაძის, იაშვილის, ლეონიძის, ხორავას, თარხნიშვილის, გურგულიას, ჯანაშიას, ყაზბეგის, სვანიძის, მელიქიშვილის, ტატიშვილის, ბაქრაძის, ბარნოვის, გუდაურის და გერგეთის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულბანის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати