USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
Tbilisi
დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება
Date:  1080

დღეს თბილისის საკრებულოში 14:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

დღის წესრიგში 67 საკითხია განსახილველად შეტანილი:

საკითხისდასახელება

1.             

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (გამგებელი) თანამდებობაზე დავით მაქაცარიას დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ (საკრებულოს №12-03230472-03 16.02.2023)

2.             

"ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №19-118 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (საკრებულოს №12-03230451-03 14.02.2023)

3.             

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №20-122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (საკრებულოს №12-032303973-03 08.02.2023)

4.             

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საჯარო ხელოვნების ფონდის” დაფუძნების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ (საკრებულოს №12-032304146-03 10.02.2023)

5.             

„მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკისთვის“ ინიციატივის ფარგლებში ახალი შეთანხმების ხელმოწერაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე (საკრებულოს №12-032304621-03 15.02.2023)

6.             

ქალაქ თბილისში, ქებურიას დასახლებაში, კორპუსი №3-ში (საკადასტრო კოდი:  №01.19.25.002.018) მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-03230375-03 06.02.2023)

7.             

ქალაქ  თბილისში,  ალექსანდრე მანაგაძის მე-4 ჩიხი №19-ში (საკადასტრო კოდი: №01.11.04.005.003.01.01.064) მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით    პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-032304037-03 09.02.2023)

8.             

ქალაქ  თბილისში,  ალექსანდრე მანაგაძის მე-4 ჩიხი №18-ში (საკადასტრო კოდი: №01.11.04.005.019.01.512) მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით    პრივატიზების საკითხის თაობაზე (საკრებულოს №12-032304037-03 09.02.2023)

9.             

ქალაქ  თბილისში,  გმირი კურსანტების ქუჩა №18-ში (საკადასტრო კოდი: №01.11.05.029.139.01.500) მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით    პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-032304037-03 09.02.2023)

10.           

ქალაქ თბილისში, შალვა ნუცუბიძის ფერდობის IV მიკრორაიონის კორპუს №33-ში მდებარე 143.46 კვ.მ. უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: №01.14.16.012.012.01.514) პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-032304049-03 09.02.2023)

11.           

ქალაქ თბილისში, სოფელ ოქროყანაში, მირზა გელოვანის ქუჩა, ჩიხი II, №6-ში მდებარე 73.96 კვ.მ. უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: №01.15.08.001.017.01.002) პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-032304049-03 09.02.2023)

12.           

ქალაქ თბილისში, გრაფ შულენბურგის ქუჩა №3ა-ში მდებარე 262 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №01.11.12.005.287) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის (ს/ნ. 204395537) პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების  თაობაზე (საკრებულოს №12-03230473-03 16.02.2023)

13.           

ქალაქ თბილისში, სოფელ გლდანში მდებარე 166 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №01.72.13.399.005) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის (ს/ნ. 204395537) პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-03230473-03 16.02.2023)

14.           

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-0323047116-03 16.02.2023)

15.           

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, განსაზღვრული მოძრავი ქონების  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის (ს/ნ. 204395537)   პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისა და შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-032304049-03 09.02.2023)

16.           

ქალაქ  თბილისში,  თორნიკე ერისთავის ჩიხი №12ა-ში  (საკადასტრო კოდი: №01.12.08.036.161.01.521) მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით    პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-032304856-03 17.02.2023)

17.           

ქალაქ  თბილისში,  ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივის მე-7 კვარტლის კორპუსი №17-ში (საკადასტრო კოდი: №01.19.20.024.009.01.026) მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-032304856-03 17.02.2023)

18.           

ქალაქ  თბილისში,  საქართვლოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა №29-ში (საკადასტრო კოდი: №01.19.20.003.034.01.044) მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-032304856-03 17.02.2023)

19.           

ქალაქ თბილისში, გუდამაყრის ქუჩა №4გ-ში (საკადასტრო კოდები: №01.12.07.005.013.01.634 და №01.12.07.005.013.01.629) მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-032304856-03 17.02.2023)

20.           

ქალაქ თბილისში, მიხეილ გახოკიძის ქუჩა №12ა-ში (საკადასტრო კოდი: №01.19.19.005.057.03.036ა) მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე

  (საკრებულოს №12-032304856-03 17.02.2023)

21.           

ქალაქ თბილისში, დაბა კოჯორში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №01.81.01.156.002) გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-032304746-03 16.02.2023)

22.           

ქალაქ თბილისში, ორხევის დასახლებაში, ახვლედიანის II ჩიხი, N10-ის მიმდებარედ არსებული 9231 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N01.19.18.003.028) პირდაპირი განკარგვის წესით შპს „CBD Development“-ისთვის (ს/ნ:404382921) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-032304748-03 16.02.2023)

23.           

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირს - ქონების მართვის სააგენტოს, ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს/მათ უფლებამონაცვლეებსა და შპს „გრანდ თაუერს“ (ს/ნ. 405269891) შორის 2021 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული „ქ. თბილისში, იოანე პეტრიწის ქუჩის ბოლოს მიმდებარედ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, №01.10.06.001.263 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2010 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან შპს „გრანდ თაუერის“ (ს/ნ. 405269891) გათავისუფლების საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-03230376-03 06.02.2023)

24.           

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირს - ქონების მართვის სააგენტოს, ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებს/მათ უფლებამონაცვლეებსა და შპს „ჰორვატს“ (ს/ნ. 405349154) შორის 2021 წლის 24 მარტს გაფორმებული „ქ. თბილისში, ვაკის რაიონი, ძოწის ქუჩა №2-4-ის მიმდებარედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ. №01.14.01.008.045) ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების   წევრებისთვის/მათი უფლებამონაცვლეებისთვის და ინტერესთა გამოხატვაში  გამარჯვებული შპს „ჰორვატსისათვის“ (ს/კ. 405349154) პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების შესახებ" ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანისა და ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებისაგან შპს „ჰორვატსის“ (ს/ნ. 405349154) გათავისუფლების საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-032304050-03 09.02.2023)

25.           

„დედაქალაქის მიწათსარგებობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ”ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (საკრებულოს №12-03230331-03 02.02.2023; №12-032303956-03 08.02.2023; №12-032304038-03 09.02.2023; №12-03230475-03 16.02.2023; №12-0322159119-03 - 08.06.2022 ,,გ“ პოზიცია; 12-0322187132-03 - 06.07.2022 ,,ი“ პოზიცია)    

26.           

ქალაქ თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩა №36-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.10.10.007.041) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის  დამტკიცების თაობაზე (საკრებულოს №12-032304039-03 09.02.2023)

27.           

ქალაქ თბილისში, ნადიკვარის ქუჩა №34-ის მიმდებარედ; ქალაქ თბილისში ოქროყანის დასახლებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები: №01.18.01.004.314; №01.18.01.002.264) და მიმდებარე დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე  მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის  დამტკიცების თაობაზე (საკრებულოს №12-0323044104-03 13.02.2023)

28.           

ქალაქ თბილისში, სოფელ თხინვალაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: №72.16.23.160; №72.16.23.161; №72.16.23.162; №72.16.23.163; №72.16.23.164; №72.16.23.165; №72.16.23.334; №72.16.23.742) და მიმდებარე დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების თაობაზე (საკრებულოს №12-032304745-03 16.02.2023)

29.           

,,ქალაქ თბილისში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები: №01.14.02.009.032; №01.14.02.009.033) მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 7 სექტემბრის №417 განკარგულებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის დამტკიცების თაობაზე (საკრებულოს №12-032303351-03 02.02.2023)

30.           

ქალაქ თბილისში, გლდანის საცხოვრებელ რაიონში, საზოგადოებრივი ცენტრის ტერიტორიაზე V და VI მიკრორაიონებს შორის არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N01.11.10.007.001), მრავალფუნქციური კომპლექსის (სავაჭრო, საყოფაცხოვრებო, ავტოჰაუსი, სასტუმრო, რესტორანი) განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შეთანხმების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2013 წლის 12 ივნისის N1205 განკარგულებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის დამტკიცების თაობაზე (საკრებულოს №12-032304749-03 16.02.2023)

31.           

,,ქალაქ თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირი N71(ნაკვ.5/6), N71ა, მატროსოვის ქუჩა N7-ში მდებარე მიწის ნაკვეთებსა (საკადასტრო კოდები: N01.17.12.005.025; N01.17.12.005.008; N01.17.12.005.026; N01.17.12.005.024; N01.17.12.005.001; N 01.17.12.005.006; N01.17.12.005.011) და მიმდებარე უფლებადაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ნოემბრის N351 განკარგულებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის დამტკიცების თაობაზე (საკრებულოს №12-032304823-03 17.02.2023)

32.           

ქალაქ თბილისში, ბაგების სატყეო უბანში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები: №01.14.08.010.019; №01.14.08.010.021; №01.14.08.010.041; №01.14.08.010.020; №01.14.08.010.043; №01.14.08.011.048; №01.14.08.011.054; №01.14.08.011.058) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების  განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის,  დამტკიცების თაობაზე (საკრებულოს №12-032303471-03 03.02.2023)

33.           

ქალაქ თბილისში, ტაბახმელაში, სოფელ წავკისში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები: №81.02.19.572; №81.02.13.762; №81.02.19.158; №81.02.13.835; №81.02.13.551; №81.02.19.722; №81.02.19.135; №81.02.19.571; №81.02.96.930; №81.02.97.489; №81.02.96.605; №81.02.95.072; №81.02.19.569; №81.02.19.157) და მიმდებარე დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების  განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის  დამტკიცების თაობაზე (საკრებულოს №12-0323044111-03 13.02.2023)

34.           

ქალაქ თბილისში, სოფელ დიღომში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.72.14.035.161) მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის დამტკიცების თაობაზე (საკრებულოს №12-0323044112-03 13.02.2023)

35.           

ქალაქ თბილისში, დიდ ლილოში არსებულ მიწის ნაკვეთსა (საკადასტრო კოდი: №81.08.31.491) და მიმდებარე დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე ინდივიდუალური ერთბინიანი და სააგარაკე-დასასვენებელი საცხოვრებელი სახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის დამტკიცების თაობაზე (საკრებულოს №12-032235058-03 16.12.2022)

36.           

ქალაქ თბილისში, ტაბახმელაში, სოფელ წავკისში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდები: №81.02.02.989; №81.02.99.731; №81.02.02.351; №81.02.02.987; №81.02.02.988; №81.02.02.919; №81.02.02.918; №01.81.10.291.001; №01.81.10.291.003) და მიმდებარე დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე სააგარაკე-დასასვენებელი საცხოვრებელი სახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის დამტკიცების თაობაზე (საკრებულოს №12-032304820-03 17.02.2023)

37.           

შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, შპს ,,ცენტრ პოინტი ჯგუფის“ (ს/კ. 204460957) და ფიზიკური პირის ირაკლი ნიკოლაიშვილის (პ/ნ. 01030011710) მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-032304884-03 17.02.2023)

38.           

შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, შპს ,,ცენტრ პოინტი ჯგუფის“ (ს/კ. 204460957) და შპს „სოლუმ დეველოპმენტის“ (ს/ნ. 405148086) მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-032304884-03 17.02.2023)

39.           

შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, შპს ,,ცენტრ პოინტი ჯგუფის“ (ს/კ. 204460957) და შპს „კარკასის“ (ს/კ. 430029015) მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-032304884-03 17.02.2023)

40.           

მისამართზე - ქ. თბილისი, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზა, მუხრან მაჭავარიანის ქ. N18-ში (ს/კ. N01.10.18.006.221 არსებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში, გაცემული მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში - ი.ბ.ა ,,ვაშლიჯვარის“ (ს/ნ. 205394633) მიერ შესრულებული ვალდებულების დადასტურების საკითხის შეთანხმების თაობაზე  (საკრებულოს №12-032304884-03 17.02.2023)

41.           

შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, შპს ,,ცენტრ პოინტი ჯგუფის“ (ს/კ. 204460957) და იბა „ც. დადიანი 2012“-ის (ს/ნ. 202466848) მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-032304884-03 17.02.2023)

42.           

შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ და მასთან აფელირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, შპს ,,ცენტრ პოინტი ჯგუფის“ (ს/კ. 204460957) და შპს „აა2“-ის (ს/ნ. 405141537) მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-032304884-03 17.02.2023)

43.           

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო კომისიის 2022 წლის 6 თვის (01.07.2022-31.12.2022) მუშაობის ანგარიში (საკრებულოს №03-032303182-03 31.01.2023)

44.           

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს  ანგარიში (საკრებულოს №03-0322304878-03 17.02.2023)

45.           

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული  სტრატეგიის დამტკიცების შესახებ (საკრებულოს №03-0322305157 20.02.2023)

46.           

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ (საკრებულოს №03-0322305157 20.02.2023)

47.           

ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლიხაურის ჩიხისთვის კინომსახიობის გოჩა აბაშიძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს №03-032304876 17.02.2023)

48.           

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, დავით სულიაშვილის ქუჩისთვის მსახიობის გურამ საღარაძის სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს №03-032304876 17.02.2023)

49.           

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, სამასი არაგველის III შესახვევისთვის ოპერის მომღერლის ზურაბ სოტკილავას ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს №03-032304876 17.02.2023)

50.           

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, არბოშიკის ქუჩისთვის რეჟისორის გურამ მელივას სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს №03-032304876 17.02.2023)

51.           

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, სიმონ და თინა ყაუხჩიშვილების ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან  არსებული ერთი ჩიხისთვის ლოტბარის თემურ ქევხიშვილის სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს №03-032304876 17.02.2023)

52.           

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, თამაზ ნადარეიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვაჟა გვანცელაძის სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს №03-032304876 17.02.2023)

53.           

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ძმები ყურაშვილების ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ალექსანდრე ხახანაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის ექიმ-უროლოგის, აკადემიკოს ლავრენტი მანაგაძის სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს №03-032304876 17.02.2023)

54.           

ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ფაბრიკის შესახვევისთვის არქიტექტორის ალექსანდრე შიმკევიჩის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს №03-032304876 17.02.2023)

55.           

ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის III შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ძმები სიმენსების ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს №03-032304876 17.02.2023)

56.           

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, პეტრე გრუზინსკის ქუჩის შესახვევისთვის, მასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის და ჭიჭიკო ბენდელიანის II ჩიხისთვის სამხედრო მოღვაწის, გენერალ ნესტორ გარდაფხაძის სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს №03-032304876 17.02.2023)

57.           

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ალექსანდრე სუვოროვის ქუჩისთვის და ლამისყანის ქუჩის მონაკვეთისთვის საზოგადო მოღვაწეების ნიკოლოზ და გიორგი ხიმშიაშვილების სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს №03-032304876 17.02.2023)

58.           

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების, გიორგი და ზვიად უგრეხელიძეების სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს №03-032304876 17.02.2023)

59.           

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, დემნა შენგელაიას ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის თორნიკე ქურდაძის სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს №03-032304876 17.02.2023)

60.           

ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ქედის შესახვევისთვის და მასთან არსებული  ჩიხისთვის მწერლის დემნა შენგელაიას სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს №03-032304876 17.02.2023)

61.           

ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ზაალ დუმბაძის ქუჩისთვის გერგეტის შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს №03-032304876 17.02.2023)

62.           

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, შუამთის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის  პოლკოვნიკის ზაალ დუმბაძის სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს №03-032304876 17.02.2023)

63.           

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის II ჩიხისთვის ქერჩის ქუჩის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს №03-032304876 17.02.2023)

64.           

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩისთვის, მასთან არსებული ჩიხებისთვის და შესახვევებისთვის ახალი სიტუაციური ნახაზის შესაბამისად მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს №03-032304876 17.02.2023)

65.           

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ალექსი შიუკაშვილის ქუჩის გაგრძელების შესახებ (საკრებულოს №03-032304876 17.02.2023)

66.           

ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ჭრებალოს I შესახვევისთვის და უწერის II შესახვევისთვის ლიბანის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს №03-032304876 17.02.2023)

67.           

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, კვესეთში, ბეთანიის მონასტრის III შესახვევის გაგრძელების შესახებ (საკრებულოს №03-032304876 17.02.2023)

 

 

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way