USD 2.7496
EUR 3.1224
RUB 3.3301
24 °C
Tbilisi
დღეს, თბილისის დროით 22:00 სთ-ზე 40-მდე საოპერო ვარსკვლავის მონაწილეობით ვირტუალური კონცერტი "At-Home Gala" გაიმართება.
Date:  990

დღეს, თბილისის დროით 22:00 სთ-ზე კლასიკური მუსიკის მოყვარულებს დიდი სიამოვნება ელით.

მეტროპოლიტენ ოპერის ვებ-გვერდზე 40-მდე მსოფლიო საოპერო ვარსკვლავის მონაწილეობით ვირტუალური გალა კონცერტი "At-Home Gala" გაიმართება.

როგორც თეატრის ოფიციალურ გვერდზე წერენ, მეტროპოლიტენ ოპერას აქვს ამბიცია, სიხარული მიანიჭოს მსმენელს, მაშინაც კი, როცა თეატრი დახურულია.

მსოფლიოს ვირზუალურ სივრცეში უმღერებენ უდიდესი საოპერო ვარსკვლავები 14 ქვეყნიდან. თითოეული ვარსკვლავი სკაიპის საშუალებით თავისი ქვეყნიდან, სახლიდან ჩაერთვება ონლაინ კონცერტში. 

საქართველოდან აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდას  მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი მიიღებს, რომელიც ნიკოლოზ რაჭველი-მემანიშვილის აკომპანიმენტით შეასრულებს თავის არიას.

 

tbilisi
გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურულ სამუშაოები გრძელდება
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს.
 
მუხიანის აგარაკებზე, რაჭის ქუჩაზე წყალარინების ქსელი, 848 გრძივ მეტრზე ეწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 564 000 ლარი დაიხარჯება.
 
პროექტის მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.
 
გარდა ამისა, გამგეობა აგრძელებს მუხიანის აგარაკებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც. კერძოდ, ბორჯომის, ნეკრესის, დაისის, ვანის, ბორითისა და ხვანჭკარის ქუჩებზე, დაახლოებით 26 600 კვ.მ ფართობზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way