USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
დღეს ტაქსისტების საერთაშორისო დღეა
Date:  505

1891 წელს გერმანელმა მეცნიერმა, ვილჰემ ბრიუნმა ტაქსომეტრი გამოიგონა. 1907 წელს ლონდონის ქუჩებში პირველი ტაქსები გამოჩნდენ, რომლებიც ტაქსომეტრებით აღჭურვეს. ტაქსის პირველი მოტორიზებული ეკიპაჟები, ე.წ. ფრიაკები თავდაპირველად პარიზში 1890 წელს გამოჩნდნენ.

პირველ ტაქსისტებს არ გაუმართლათ. სიძვირის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეს სახეობა მოსახლეობის უმრავლესობისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. სიტუაცია ვილფემ ბრიუნის გამოგონებამ შეცვალა. ტაქსომეტრით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალება ბევრად უფრო იაფი და ხელმისაწვდომი გახდა.

თუ ისტორიულ წყაროებს დავუჯერებთ, ტაქსის წინამორბედს, ანუ ცხენშებმულ საზიდარს გადასაადგილებლად ძველ რომში იყენებდნენ. როგორც ამბობენ, ამ საზიდრებს ბორბალზე მიმაგრებული ჰქონდა სპეციალური ჭურჭელი რომელშიც კენჭები ეყარა. ყოველი სტადიონის ანუ ორასი მეტრის გავლის შემდეგ, კენჭი ამ ჭურჭლის ანუ იმდროინდელი ტაქსომეტრის ერთი ნაწილიდან მეორეში გადადიოდა. მარშრუტის ბოლოს ამ კენჭებს ითვლიდნენ და მომსახურების საფასურსაც ასე ადგენდნენ. მსგავსი სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობდა მე-17 საუკუნის ლონდონსა და პარიზშიც. ისტორიული წყაროების თანახმად, რომაული ანალოგებისგან ისინი უმნიშვნელოდ განსხვავდებოდნენ. პარიზსა და ლონდონში კლიენტების კომფორტს მეტი ყურადღება ექცეოდა. შესაბამისად, „ტაქსებიც“ უფრო მოხერხებულები და რბილი დასაჯდომებით გაწყობილი ჰყავდათ.

საქართველოში პირველი ავტომობილების გამოჩენას და საქართველოში ტაქსის პირველი ნებართვის აღებას, ძალიან საინტერესო ისტორია უკავშირდება..
საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებული ერთერთი პირველი ავტომობილი აზნაურ ვარლამ გვათუას შეუძენია. თავად-აზნაურს ,,ნამესტნიკისთვის“ ნებართვაც კი უთხოვია სენაკი-ფოთის მარშრუტზე ამ ავტომობილით მგზავრების გადაყვანაზე.


აზნაურმა ვარლამ გვათუამ მანქანის ყიდვა ლიკანში მცხოვრებ ნიკოლოზ რომანოვსაც კი დაასწრო (ამ უკანასკნელმა 10-ცხენისძალიანი და 4- ადგილიანი „მორსი“ პარიზიდან მძღოლიანად გამოიწერა) და ეს ავტომობილი დიდი ზარ-ზეიმით ჩაიყვანა სენაკში თავის ნათესავთან-ჭიჭიკო იოსავასთან. საჭესთან თავად იჯდა, გამოწერილი მძღოლი სულაც არ დასჭირვებია. თან თავადები - ფარნაოზ და ბარდალი მხეიძეები და ფოტოგრაფიც იახლა, რომელსაც სენაკში მისი ზარ-ზეიმით შესვლა უნდა აღებეჭდა.

შსს-ს არქივში დაცული 1907 წელს გადაღებული ფოტოა, სადაც ჩანს სენაკში ჩამოყვანილი საქართველოში პირველი ავტომობილი და იმდროინდელი სენაკის მაზრის მმართველ ელიტასთან ერთად სწორედ ავტომობილის მეპატრონე - ვარლამ გვათუა უნდა იდგეს წინა რიგში, ხელჯოხით ხელში, სენაკის მაზრის უფროსი ბებურიშვილი, მისი ნათესავი ჭიჭიკო იოსავა და სხვა უცნობი პირები.

tbilisi
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way