USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
დღეს, შოვში მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, ეროვნული გვარდიის უფროსი ინსტრუქტორი გარდაიცვალა
Date:  335
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორის, 1973 წელს დაბადებული თემურ გენოს ძე ხარჩილავას გარდაცვალების გამო. 2023 წლის 29 აგვისტოს, სასწავლო ცენტრი “სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს.
tbilisi
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way