საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 109 აჭარაში დაფიქსირდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2392 გახდა.
ბოლო 24 საათში არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის კვლავ 1369 ადამიანს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 5882 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.