USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
დღეს საქართველოში გლოვის დღეა
дата:  563

8 ოქტომბერს ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერმინისტრმა 2 დღის წინ მიიღო.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად ცხრა ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის დედა და ორი შვილი.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მომხდართან დაკავშირებით 11 ოქტომბერი ქვეყანაში გლოვის დღედ ცხადდება.

შსს-ის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულია სამი პირი, რომელთაც სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევა ედებათ ბრალად. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати