USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
დღეს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე თოვლია მოსალოდნელი
Date:  314

სინოპტიკოსები 20 იანვარს ქუთაისში თოვლს პროგნოზირებენ. დღისით +1 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც თოვლია მოსალოდნელი, დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 კი გრადუსი იქნება. თოვლია ნავარაუდები ასევე ბათუმში. დღისით სინოპტიკოსები იქ +3 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ასევე თოვაა ნავარაუდები ფოთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +3 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი. თოვლია მოსალოდნელი ზუგდიდშიც. ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -5 იქნება. თოვს სოხუმშიც, ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვს. დღისით ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება, ღამით -15 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვლი და 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს.

თოვლია მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც 0 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში -3 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა იქ - 7 გრადუსამდე დაიწევს.

ასევე თოვლია მოსალოდნელი ბორჯომში, სადაც -2 გრადუსი და მცირე ნალექია იქნება. ღამის განმავლობაში -6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, -8 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -10 გრადუსი იქნება.

გორში თოვლი და +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი 0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მზიანი ამინდი და -10 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -17 გრადუსი იქნება. ომალოში გამოიდარებს, აქ ჰაერის ტემპერატურა დღისით -5 გრადუსი იქნება, ღამე კი -10 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში თოვაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში -3 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი თელავშიც. აქ დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსია მოსალოდნელი.

მცირედ მოღრუბლული დღეა ნავარაუდები გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. -1 გრადუსია და თოვაა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.

რუსთავში მცირე თოვაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი და მცირე თოვაა შესაძლებელი.

sport
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way