USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
დღეს ქუთაისი ქუთაისქალაქობას აღნიშნავს
Date:  

ქუთაისობის დღესასწაული  წელს ტრადიციული და ახალი ღონისძიებებით აღინიშნება. მრავალფეროვანი პროგრამა მოიცავს კულტურულ, სპორტულ, საგანმანათლებლო სანახაობებს, რომელში ჩართვა ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია.

“ქუთაისქალაქობა 2023“-ის აღნიშვნა დაიწყება ბაგრატის ტაძარში, სადაც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე დალოცავს ქუთაისს. ღონისძიებას დაესწრებიან ქალაქისა და მხარის პირველი პირები. ქალაქისა და მხარის პირველი პირები პატივს მიაგებენ და ყვავილებით შეამკობენ სამი ოთარის ძეგლს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოხდება დიპლომატიური კორპუსის მიღება, სადაც გიმნაზიელი გოგონები გვირილების გულსაბნევებს დაამაგრებენ სტუმრებს.

„ქუთაისქალაქობა“ 2 და 3 მაისს ცენტრალურ ბულვარში, განახლებულ ფალიაშვილის ქუჩასა და ცენტრალურ მოედანზე სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში გაიმართება. სადაც მოეწყობა ყვავილების და ხელთნაკეთი ნოვთების გამოფენა-გაყიდვა.

2 მაისს დაგეგმილია საპატიო ქუთაისელების დაჯილდოება ქუთაისის დრამატულ თეატრში, სადაც ასევე კონცერტს გამართავს თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. კონცერტში „ქართველი კომპოზიტორების კინომუსიკა“ მონაწილეობას მიიღებენ ეკა მამალაძე, დათო ნოზაძე, ნეკა სებისკვერაძე, გედი ჯინჭარაძე, ნატა კახიძე.

„ქუთაისქალაქობის” ფარგლებში გაიმართება გალა-კონცერტი ცენტრალურ მოედანზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის ბიგ-ბენდი, მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, ნესტან ჯიბლაძე, ნინი გველესიანი, თემო საჯაია, ზაურ ბოლქვაძე. კონცერტს გაუძღვებიან მანიკა ასათიანი და ზურა გორგაძე.

მესხიშვილის თეატრი ასევე უმასპინძლებს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტს.

აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში “ქარავან-არტფორუმი ქუთაისი 2023” გაიხსნება.

5 მაისს კი  რეზო გაბრიაძის წიგნის “ჩემი პატარა ქალაქი” პრეზენტაცია გაიმართება.

ქუთაისის მერია 2023 წელს ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნაში 251 950 ლარს დახარჯავს.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way