USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Tbilisi
დღეს პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც ნარკოლოგიურ ცნობას დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტში არჩევის შემთხვევაში წარადგენენ
Date:  381

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა აღარ მოეთხოვება. ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომელის განხილვასაც პარლამენტი დღეიდან იწყებს.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ თუ პირი ამ მუხლის ამოქმედებამდე პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდა მხოლოდ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარუდგენლობის გამო, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია, ამ მუხლის ამოქმედებიდან სამ დღეში გაატაროს იგი საარჩევნო რეგისტრაციაში.

„დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გაგვაქვს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომლის თანახმადაც, პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს ექნება ვალდებულება, გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და წარადგინოს შესაბამისი ცნობა. კომიტეტის შემდეგ, გადავინაცვლებთ უკვე სასესიო ფორმატში და მიმდინარე კვირას გვექნება უკვე სამი მოსმენით ამ ინიციატივაზე მსჯელობა და კენჭისყრა“, - აცხადებს კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი რატი იონათამაშვილი.

მისი თქმით, აქამდე იყო მიდგომა, რომ არჩევამდე ნარკოლოგიურიდან ცნობა აბსოლუტურად ყველა მაჟორიტარ კანდიდატს უნდა წარედგინა, ხოლო პროპორციული სიით მონაწილეებს არჩევის შემდეგ უჩნდებოდათ იგივე ვალდებულება. „2024 წლისთვის სრულად პროპორციულზე გავდივართ, ამის ვალდებულება წინასწარ ექნება დეპუტატობის ყველა კანდიდატს, მაგრამ გარდამავალ პერიოდში ეს ნორმა რომ ასევე ყველზე გავრცელდეს, ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით ცხრა-ათი ათასმა ადამიანმა უნდა მიმართოს შესაბამის უწყებებს ამ ცნობის მოსაპოვებლად. ეს, ვფიქრობ, მომატებული საფრთხეებისა და რისკების დროს, დამატებით საფრთხის შემცველია. უკვე არჩეულ წევრებზე გავრცელდება ეს ვალდებულება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

sport
გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია - შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარდგა. მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვიხილეთ. გრიგალაშვილმა ფინალში ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ მოიგო, ხოლო შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა.

ტატომ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ხორვატ რობერტ კლაჩარს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ დუკაევს აჯობა. სამწუხაროდ, ლაშა მეოთხედფინალში შიდოებით დანიელ ლავრენტევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბულგარელ მარკ ჰრისტოვს სძლია.

შეგახსენებთ, ამ მომენტში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way