USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ 18 საკითხს განიხილავენ.
дата:  350

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირველ 15 საკითხს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი წარადგენს, სამს კი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.

ეს საკითხებია:

  1. საქართველოს კანონების პროექტები „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“;
  2. საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს საჰაერო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“;
  3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
  4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” (1);
  5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
  6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "ა(ა)იპ - საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
  7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "ა(ა)იპ - საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
  8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „თერნალი-ჩაისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ”;
  9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს "მცირე ჰიდრო"-ს შორის "აჭი 1 ჰესი’’-ს ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“;
  10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს "ბატერფილდი"-ს შორის "ჯავახეთის მზის ელექტროსადგურის’’ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“;
  11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობას, შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ს, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2016 წლის 28 სექტემბერს გაფორმებულ იმპლემენტაციის ხელშეკრულებაში დროებითი ცვლილების შეტანის შესახებ დამატებითი შეთანხმების პირობების მოწონების თაობაზე“;
  12. საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები "შპს „Geo Sand-ზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ” (4 პროექტი);
  13. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის შესახებ”;
  14. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "შენობა-ნაგებობის მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“;
  15. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების წესის შესახებ”;
  16. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპრუდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“;
  17. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”;
  18. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიასთვის, საქართველოს მთავრობასა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) შორის გასაფორმებელ პროექტის დოკუმენტზე „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ”
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати