ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა საქართველოშია. ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული. იმუნიზაცია მოქალაქეებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.
„ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. პირველ დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებს 24 ივლისიდან 12:00 საათიდან შეეძლებათ, აცრა კი 26 ივლისიდან დაიწყება.
ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.
ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია https://booking.moh.gov.ge.
COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 15 22-ს.
წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიუვათ.
აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავისი ბოლო გადაწყვეტილებებით ჩქარობს, რომ უკრაინის პოზიციები შეძლებისდაგვარად განამტკიცოს, სანამ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის უფლებამოსილებას ოფიციალურად მიიღებს და კიევს და მოსკოვს სამშვიდობო მოლაპარაკებისაკენ უბიძგებს“, - ნათქვამია ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ჯო ბაიდენი ჩქარობს უკრაინის პოზიციები განამტკიცოს, სანამ დონალდ ტრამპი თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებას შეუდგება“ (ავტორები - იასმინ აბუთალიბი, მაიკლ ბირნბაუმი და ელენ ფრენსისი).
გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:
ჯო ბაიდენმა თავისი ადრინდელი პოზიცია შეცვალა და ნება დართო პენტაგონს უკრაინას ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმებია მიაწოდოს, რათა კიევის პოზიციები განამტკიცოს. უფრო ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინას უფლება მისცა ამერიკული რაკეტების გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად - იმ მიზნით, რომ კიევს მაქსიმალურად ძლიერი პოზიციები ჰქონდეს იმ დროისათვის, როცა რუსეთთან სავარაუდო მოლაპარაკებას დაწყებს“.
აშშ-ის ბევრი ოფიციალური პირი აღიარებს იმას, რომ რამდენიმე თვის შემდეგ უკრაინამ შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყოს ომის შეწყვეტის თაობაზე და რომ კიევი, ალბათ, იძულებული გახდება ტერიტორიული დათმობების საკითხიც განიხილოს.
ჯო ბაიდენის სწრაფვამ - რაც შეიძლება მეტად გაუწიოს დახმარება უკრაინას თავისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის წინ - განაახლა ის დისკუსიები, რომლებიც გარკვეულ ამერიკულ და ევროპულ წრეებში მიმდინარეობდა: „რატომ არ გაეწია კიევს დახმარება უფრო ადრე, როცა მისი მდგომარეობა შედარებით უკეთესი იყო და როცა უკრაინას მეტ წარმატებას მოუტანდა?“
როგორც აშშ-ის ყოფილი სპეცწარმომადგენელი უკრაინაში კურტ ვოლკერი ამბობს, პოზიციის ცვლილება „დიდი ხანია მომწიფებულია“ და რომ ბაიდენს შეეძლო თანამედროვე ძლიერი იარაღი უკრაინისათვის თავის დროზე მიეცა, რათა რუსეთი არ გათამამებულიყო: „კრემლმა თავის დაუსჯელად იგრძნო... რუსებმა კარგად იციან, რომ ჩვენ, დასავლელებს, ესკალაცია არ გვსურს და ამიტომ ისინი სიტუაციით სარგებლობენ - დარტყმებს აგრძელებენ და აღმაშფოთებლად იქცევიან“.
თეთრი სახლის ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება ნაკარნახევია ბრძოლის ველზე შეცვლილი პირობებით და რომ სინამდვილეში პრეზიდენტმა უკრაინას უამრავი იარაღი მიაწოდა - ხშირად კიევის ლობირების გარეშეც.
ამერიკელი ჩინოვნიკების თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილებამ კიევისათვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გადაცემის შესახებ თვალნათლივ აჩვენა ის, თუ რამდენად მწვავედ აფასებს და გადაუდებლად თვლის შექმნილ სიტუაციას თეთრი სახლი.
ომის განმავლობაში ჯო ბაიდენი შიშით ფიქრობდა, რომ თუ ამერიკა უკრაინის მიმართ დახმარებას გააფართოვებდა, მაშინ ვლადიმერ პუტინი სიტუაციის ესკალაციას მოახდენდა და ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა, ან ქიმიურს და ბიოლოგიურს. ამ საკითხის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლებს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობდა.
„უეჭველია, ყოველ მნიშვნელოვან საკითხში, რომელიც უკრაინისათვის ჯერ შორი მოქმედების რაკეტების ATACMS-ებისა და ავიაგამანადგურებელ F-16-ების გადაცემას, შემდეგ კი ამ რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის უფლების მიცემას ეხებოდა, ჯო ბაიდენი მარტო იყო. მას არ სურდა ომის ესკალაცია გამოეწვია. მისი ხედვა ცივი ომის დროიდან იყო ჩამოყალიბებული, რომლის მიხედვით, ერთადერთი, რაც არ უნდა მოხდეს, ესაა აშშ-სა და რუსეთის პირდაპირი კონფრონტაცია“, - ამბობს ივო დაალდერი აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში.
მაგრამ ჯო ბაიდენის შიშების მიზეზი იყო ამერიკული სპეცსამსახურების მიერ პრეზიდენტისთვის მიწოდებული ცნობები. როგორც თეთრი სახლის ანონიმი თანამშრომლები ამბობენ, ანალიტიკოსები თვლიდნენ, რომ თუ უკრაინა ამერიკულ ძლიერ რაკეტებს გამოიყენებდა, მაშინ ვლადიმერ პუტინიც ადექვატურ პასუხს გასცემდა. საბოლოოდ, ჯო ბაიდენი მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა ამერიკული რაკეტებით სარგებლობას, როცა კურსკის ოლქში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცევის თავმოყრის ამბები გაიგო.
უფრო ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნატოს შტაბ-ბინაში ყოფნისას ბრიუსელში ვაშინგტონის ცენტრალური გზავნილი ჩაიტანა: „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის მდგომარეობის განსამტკიცებლად, სანამ დონალდ ტრამპი პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება. და თქვენც იგივე უნდა გააკეთოთ“.
წყარო: https://www.washingtonpost.com/politics/2024/11/26/biden-ukraine-missiles-land-mines-negotiations/