USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
დღეს ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგს შეხვდება
თარიღი:  629

დღეს, 21 მარტს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველ არხი, საქართველოს რადიო (FM 102.3) და 1TVPLAY შემოგთავაზებთ.

 

მატჩისწინა ვარჯიში საგურამოში

საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა. ეროვნული გუნდი ტრიბუნიდან გულშემატკივარმა გაამხნევა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა სრული შემადგენლობა შეკრიბა. დისკვალიფიკაციის გამო გუნდს ლუქსემბურგთან ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. ნაკრებში ორწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა ჯაბა კანკავა.

ლუქსემბურგის პრობლემები

სტუმრებს დიდი დანაკლისი აქვთ. ლუქსემბურგს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება დანელ სინანი („სტ.პაულის“ თავდამსხმელი), ხოლო ტრავმების გამო – ვინსენტ ტილი (აზერბაიჯანული „საბაჰის“ შემტევი), დირკ კარლსონი (ავსტრიული „სტ.პელტენის“ შემტევი) და ტიმოტე რიპილი (გერმანული „მაინცის“ ნახევარმცველი).

გუნდის მწვრთნელმა, ლუკ ჰოლცმა არ დააკონკრეტა, საქართველოსთან ითამაშებენ თუ ვერა ვენის „აუსტრიის“ ცენტრალური მცველი მარვინ მარტინსი და „ჩერკასის“ ცენტრალური ნახევარმცველი ოლივიე ტილი, რომლებიც ჰოლცის გუნდის საკვანძო ფიგურები არიან. ორივე ტრავმირებული იყო, მაგრამ მომჯობინდნენ და შეკრებაზე იმყოფებიან.

მსაჯი ესპანეთიდან

 უეფა-მ შეხვედრის მთავარ არბიტრად  40 წლის ხოსე მარია სანჩესი დანიშნა. ესპანელი არბიტრი ფიფა-ს მსაჯია და უეფა-ს მსაჯთა ელიტარულ კატეგორიაში შედის. საქმიანობა 2000 წელს დაიწყო. 2017 წელს სანჩესი ფიფა-ს სიაში მოხვდა. 2019 წლის 2 მაისს ის საფრანგეთში, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ვიდეორეფერის რანგში ემსახურებოდა. სანჩესი დაიბადა ლორკაში, მურსიაში. პროფესიით ეკონომისტია და ბანკში მუშაობდა. მას რაულ ბაერო და ინიგო პრიეტო დაეხმარებიან. მეოთხე არბიტრი ხესუს ხილ მანსანო იქნება, ხოლო ვიდეორეფერიზე პასუხისმგებლები ხუან მარტინეს მუნუერა და ალეხანდრო ერნანდესი არიან.

დიდი ეკრანი რესპუბლიკის მოედანზე

19:00 საათიდან თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მერიის მიერ ორგანიზებული ფანზონა იფუნქციონირებს, სადაც მატჩს დიდ ეკრანზე აჩვენებენ. სფფ-ს პარტნიორი ორგანიზაციები სხვადასხვა გასართობ ღონისძიებას გამართავენ. ადგილზე იმუშავებს რამდენიმე კვების ობიექტი და ნაკრების ოფიციალური მაღაზია.

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის