USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ
Date:  480

დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარადგენენ, - ამის შესახებ კომიტეტის დღის წესრიგშია აღნიშნული.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში ანგარიშს საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე წარადგენს.

პროექტის თანახმად, ანგარიში ასახავს ფაქტს, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა“.

ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის, ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ „სისტემატურ კამპანიას აგრძელებს“.

„ეს არის მეორე ანგარიში საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის შესახებ, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით კომისიის 2025 წლის ანგარიშს ითვალისწინებს. ანგარიში ასახავს ფაქტს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. უკუსვლა ფიქსირდება ცხრავე პრიორიტეტის განხორციელებაში, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პირობას წარმოადგენდა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის, ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ თავის სისტემატურ კამპანიას აგრძელებს, მანიპულაციური ნარატივებით, დეზინფორმაციითა და შეთქმულების თეორიებით“, - ნათქვამია ანგარიშის პროექტში.

ანგარიშის თანახმად, „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა კიდევ უფრო მეტად რეპრესიული კანონმდებლობით ირღვევა, კერძოდ "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებებით“.

„პოლიტიკური ოპონენტები დაკავებული არიან ან მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის წინაშე იმყოფებიან. ასობით სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი ფიზიკური ძალადობისა და დაშინების მსხვერპლი გახდა, ათობით აქტივისტი კი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე, „ანგარიში მხარს უჭერს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მიზანმიმართულ სანქციებს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და მთავარი თანამდებობის პირების წინააღმდეგ, ასევე, მიესალმება ეუთო-ს "მოსკოვის მექანიზმის" გააქტიურებას და ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას“.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way