დღეს ცესკოში საჩივრების განხილვა სრულდება. ოპოზიცია, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში 30-ვე ოლქის შემაჯამებელ ოქმებს ასაჩივრებს.
ხელისუფლების ოპონენტების მოთხოვნაა სხდომა სხდომა საჯარო იყოს.
ცნობილია, რომ პროპორციული უბნების რაოდენობა, სადაც ბალანსი არ ჯდება 986-ია, ამავე უბნებზე დაკარგული ბიულეტენების რაოდენობა შეადგენს 4 ათასზე მეტს, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა კი 63 ათას 336-ია.