USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
დღეს დიდი შაბათია - რა უნდა იცოდეთ ამ დღის შესახებ
Date:  573

დიდი შა­ბა­თის ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა იესო ქრის­ტეს ხორ­ცით საფ­ლავ­ში, სუ­ლით კი ჯო­ჯო­ხეთ­ში ჩას­ვლას და, ბო­ლოს, მა­ცხოვ­რის მკცდ­რე­თით აღ­დგო­მას ეძღვნე­ბა. ცის­კარ­ზე მღვდელმსა­ხუ­რე­ბი "წმინ­დაო ღმერ­თოს" გა­ლო­ბით გარ­და­მოხ­სნას ტაძ­რი­დან გა­მო­აბ­რძა­ნე­ბენ და ნიშ­ნად იესო ქრის­ტეს ჯო­ჯო­ხეთ­ში ჩას­ვლი­სა და სიკ­ვდილ­ზე გა­მარ­ჯვე­ბი­სა, ხალ­ხის თან­ხლე­ბით ტაძ­რის ირ­გვლივ შე­მო­ა­ტა­რე­ბენ. შემ­დეგ ისევ ტა­ძარ­ში შე­აბ­რძა­ნე­ბენ და ღია აღ­სავ­ლის კარ­თან მი­ი­ტა­ნენ. ეს იმის ნი­შა­ნია, რომ მა­ცხო­ვა­რი გა­ნუ­ყოფ­ლას იმ­ყო­ფე­ბა მამა ღმერ­თთან და რომ თა­ვი­სი ვნე­ბი­თა და სიკ­ვდი­ლით კვლავ გაგ­ვი­ღო სა­მო­თხის კარი. ამ დროს იგა­ლო­ბე­ბა "მშვე­ნი­ერ­მან იო­სებ..."

იმ დროს, როცა გარ­და­მოხ­სნას ისევ ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში და­ას­ვე­ნე­ბენ, ით­ქმე­ბა ეკტე­ნია და იკი­თხე­ბა სა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლო ეზე­კი­ელ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის წიგ­ნი­დან გარ­დაც­ვლილ­თა მკვდრე­თით აღ­დგო­მის შე­სა­ხებ; სა­მო­ცი­ქუ­ლო, რო­მე­ლიც გვას­წავ­ლის, რომ იესო ქრის­ტე ჭეშ­მა­რი­ტი აღ­დგო­მაა ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის სუ­ლის­თვის; სა­ხა­რე­ბა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­თხრობს, თუ რო­გორ და­ა­ყე­ნეს მცვე­ლე­ბი პი­ლა­ტეს თან­ხმო­ბით მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­თან, შე­სას­ვლე­ლი ლო­დით ჩა­რა­ზეს და ზედ ბე­ჭე­დი და­ას­ვეს.

დიდი შა­ბა­თის ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ლი­ტურ­გი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ის მწვერ­ვა­ლია. ეს არაა იესო ქრის­ტეს სიკ­ვდი­ლი­სა და და­საფ­ლა­ვე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დრა­მა­ტუ­ლი გა­თა­მა­შე­ბა ან სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი რი­ტუ­ა­ლუ­რი დად­გმა. ეს ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა ღრმა სუ­ლი­ე­რი წვდო­მაა მა­ცხოვ­რის იმ ქმე­დე­ბის მა­რა­დი­ულ არსში, რომ­ლი­თაც მან კა­ცობ­რი­ო­ბა იხ­სნა.

ბა­სი­ლი დი­დის საღვთო ლი­ტურ­გია ანუ წირ­ვა ამ დღეს ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე გვი­ან იწყე­ბა და მწუხრს უერ­თდე­ბა. მღვდე­ლი სა­კურ­თხე­ველ­ში ტრა­პეზ­თან კი არ მსა­ხუ­რობს, არა­მედ ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში, გარ­და­მოხ­სნას­თან.

მცი­რე შე­სავ­ლი­სა და "ნა­თე­ლი მხი­ა­რუ­ლის" გა­ლო­ბის შემ­დეგ იკი­თხე­ბა 15 სა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლო სა­კი­თხა­ვი ძვე­ლი აღ­თქმი­დან. ყო­ველ მათ­გან­ში ნა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ვია ღვთის მიერ სამ­ყა­როს ხსნა, რაც აღ­თქმუ­ლი მე­სი­ის მოს­ვლით აღ­სრულ­და.

სამ­ყა­როს შექ­მნი­სა (შე­საქ­მე­თა წიგ­ნი­დან) და ეგ­ვიპ­ტი­დან ის­რა­ე­ლის გა­მოს­ვლის შე­სა­ხებ (გა­მოს­ვლა­თა წიგ­ნი­დან) სა­კი­თხა­ვებ­თან ერ­თად იკი­თხე­ბა ნა­წყვე­ტი ესა­ია, ეზე­კი­ელ, იე­რე­მია, და­ნი­ელ და სო­ფო­ნია წი­ნას­წარ­მე­ტყველ­თა წიგ­ნე­ბი­დან მე­სი­ის ვნე­ბის, აღ­დგო­მი­სა და ამ გზით კა­ცობ­რი­ო­ბის ხსნის შე­სა­ხებ.

სა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლო­სა და სა­მო­ცი­ქუ­ლოს წა­კი­თხვი­დან იწყე­ბა მზა­დე­ბა მა­ცხოვ­რის აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლის­თვის. ამ დროს სამ­ღვდე­ლო­ე­ბის სამ­გლო­ვი­ა­რო შე­სა­მო­სე­ლი სა­დღე­სას­წა­უ­ლო­თი იც­ვლე­ბა. ასე­ვე იც­ვლე­ბა მთელ ტა­ძარ­ში შავი ფე­რე­ბი ნა­თე­ლით. ეს იმის ნიშ­ნად ხდე­ბა, რომ მე­ნელ­სა­ცხებ­ლე დე­დებ­მა ად­რი­ა­ნი დი­ლით, ჯერ კი­დევ სიბ­ნე­ლე­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე იხი­ლეს ნათ­ლით მო­სი­ლი ან­გე­ლო­ზი და მის­გან ის­მი­ნეს ხა­რებს იესო ქრის­ტეს აღ­დგო­მის შე­სა­ხებ.

სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ შე­მო­სი­ლი დი­აკ­ვა­ნი, რო­გორც ან­გე­ლო­ზი, გა­მო­დის ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში, გარ­და­მოხ­სნის წინ, და სა­ხა­რე­ბის კი­თხვით ხალ­ხს მა­ცხოვ­რის აღ­დგო­მას ამ­ცნობს. ამის შემ­დეგ წირ­ვა ჩვე­უ­ლებ­რივ გრძელ­დე­ბა, ოღონდ "ღირს არ­სის" ნაც­ვლად იგა­ლო­ბე­ბა "ნუ მტირ მე, დე­დაო...".

წირ­ვის დამ­თავ­რე­ბის შემ­დგომ აკურ­თხე­ბენ ღვი­ნო­სა და პურს მლოც­ველ­თა სა­ნუ­გე­შოდ და გან­სამ­ტკი­ცებ­ლად. ამას "მო­ცი­ქულ­თა საქ­მე­ე­ბის" კი­თხვა მოს­დევს, რაც შუ­ა­ღა­მი­ა­ნის ლოც­ვამ­დე გრძელ­დე­ბა.

ღა­მის თორ­მეტ სა­ა­თამ­დე აღეს­რუ­ლე­ბა შუ­ა­ღა­მი­ა­ნი, რომ­ლის დრო­საც იკი­თხე­ბა დიდი შა­ბა­თის კა­ნო­ნი, მის და­სას­რულს კი სამ­ღვდე­ლო­ე­ბა ტაძ­რის შუ­ა­გუ­ლი­დან აღ­სავ­ლის კა­რით უხ­მოდ გა­და­ას­ვე­ნებს გარ­და­მოხ­სნას სა­კურ­თხე­ველ­ში, წმინ­და ტრა­პეზ­ზე, სა­დაც ის უფ­ლის ამაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლამ­დე რჩე­ბა, ნიშ­ნად იმი­სა, რომ იესო ქრის­ტემ მკვდრე­თით აღ­დგო­მის შემ­დეგ ორ­მო­ცი დღე დაჰ­ყო ამ­ქვეყ­ნად.

ამის შემ­დეგ მორ­წმუ­ნე­ნი სა­სო­ე­ბით ელი­ან შუ­ა­ღა­მის დად­გო­მას, რო­დე­საც ჩვე­ნი უფ­ლის, იესო ქრის­ტეს, ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მის უდი­დე­სი დღე­სას­წა­უ­ლი იწყე­ბა. აღ­დგო­მის სი­ხა­რუ­ლი უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი­სა, რომ­ლის მსგავ­სიც დე­და­მი­წის ზურ­გზე არც არის და არც შე­იძ­ლე­ბა იყოს. ეს არის უსას­რუ­ლო სი­ხა­რუ­ლი მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლი­სა და ნე­ტა­რე­ბი­სა. ეს ის სი­ხა­რუ­ლია, რო­მელ­ზეც თვით უფალ­მა თქვა: "უხა­რო­დეს გულ­თა თქვენ­თა და სი­ხა­რუ­ლი თქვე­ნი არა­ვინ მი­გი­ღოს თქვენ­გან" (იო­ა­ნე 16,12).

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way