USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
დღეს დიდი რაგბია - საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდება
Date:  525

„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრა დღეს გაიმართება. საქართველოს ეროვნული გუნდი მასპინძელ ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.

ცნობილია გუნდის შემადგენლობა. წინა მატჩისგან განსხვავებით, ათი ცვლილებაა. ძირითადში ადგილი მხოლოდ აკა ტაბუცაძემ, ნიკა აბულაძემ, კონსტანტინე მიქაუტაძემ, გიორგი ცუცქირიძემ და ბექა საღინაძემ შეინარჩუნეს, რომელიც კაპიტნის რანგში ზედიზედ მეორე შეხვედრას ჩაატარებს.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დღეს, თბილისის დროით 16:15 წუთზე დაიწყება.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way