USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
დღეს დიდი ხუთშაბათია
дата:  341

ტაძრებში დღეს დიდი ხუთშაბათის მსახურება სრულდება.

დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე ეკლესია იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვასა და იუდას მიერ მის გაცემას იხსენებს. ტაძრებში აღესრულება ბასილი დიდის წირვა, რომელიც სერობას იმის სამახსოვროდ უერთდება, რომ უფალმა ზიარების საიდუმლო სწორედ ამ დღეს, სერობის ჟამს, დაადგინა.

სერობაზე მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმთავრები ფერხთბანის რიტუალს ატარებენ: როგორც მაცხოვარმა დაბანა ფეხები სერობის დაწყებამდე თავის თორმეტ მოწაფეს, ასევე ბას ფეხებს მღვდელმთავარი თორმეტ მღვდელმსახურს.

დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა, საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევა შეიძლება (ეს მირონი მღვდელმსახურებაში მირონცხების საიდუმლოს შესრულებისას და ტაძრების კურთხევისას გამოიყენება).

დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ. „თორმეტი სახარება“ ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა,

Тбилиси
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати