USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
დღეს ჩვენი დღეა - გურამ თუშიშვილი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებული გახდა
თარიღი:  1856

ულამაზესი ჩახტომილი კისრული გურამ თუშიშვილის შესრულებით, იოანეს ფრეი გაკრულია ბეჭებზე და ჩვენი დიდი ბიჭი დიუსელდორფის გრან-სლემის ჩემპიონია!

დიუსელდორფში გრანდ სლემზე ძიუდოში გურამ თუშიშვილმს ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან მასპინძელი ძიუდოისტი იოჰანეს ფრეი წამებში დაამარცხა.

ნახევარფინალში კი გურამ თუშიშვილმა ბრაზილიელი რაფაელ სილვას სძლია.

მეორედ აჟღერდება დომე არენაზე საქართველოს ჰიმნი!

ტურნირზე ჩვენმა ნაკრებმა ორი ოქროს,ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის