USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Tbilisi
დღეს - საქართველო VS ჩრდილოეთ მაკედონია
Date:  1825

დღეს, 12 ნოემბერს, საქართველოსა და მაკედონიის ნაკრებები ერთმანეთს ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში დაუპირისპირდებიან.

დღევანდელი შეხვედრით გადაწყდება, მიიღებს თუ არა საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას. მატჩი 21:00 საათზე, თბილისში, „დინამო-არენაზე“ გაიმართება. თამაში კორონავირუსის პანდემიის გამო, მაყურებლების გარეშე ჩაივლის.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდის წინააღმდეგ ერთა ლიგის D დივიზიონის ფინალში გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გამარჯვების იმედი აქვთ.

„დანაკლისი დიდია, თუმცა გუნდში კარგი ფეხბურთელები კიდევ გვყავს. ის 11-ეული, რომელიც მოედანზე გავა, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს. ეს არც ტაქტიკის, არც ტექნიკის, არამედ გულის თამაში იქნება. უნდა ვიბრძოლოთ, ერთით მეტი გოლი გავიტანოთ და ამ შემთხვევაში ვიქნებით ბედნიერები“, - განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ორ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდგინდათ. შესაბამისად, ისინი თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა თამაშის გამართვის უფლება უეფას ახალ ტურნირზე ერთა თასზე წარმატებით გამოსვლის შემდეგ მოიპოვა.

society
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way