USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
დღეიდან თვითდასაქმებულები ერთჯერადი დახმარების მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე რეგისტრაციას შეძლებენ
Date:  670

დღეიდან თვითდასაქმებულები ერთჯერადი დახმარების მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე რეგისტრაციას შეძლებენ.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, დღეს 12:00 საათზე პორტალზე რეგისტრაციის ინსტრუქციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია ბრიფინგს გამართავს და თვითდასაქმებულებს რეგისტრაციასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

თვითდასაქმებულებს სახელმწიფო ერთჯერადად 300-ლარიან კომპენსაციას მისცემს.

როგორც რამდენიმე დღის წინ თამილა ბარკალაიამ განაცხადა, პირველი კატეგორია ანუ უკვე იდენტიფიცირებული თვითდასაქმებულების შემთხვევაში, ძალიან მარტივი პროცედურა იქნება. "15 მაისს ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გაიხსნება რეგისტრაციის პორტალი, რომელიც იმუშავებს და ქმედითი იქნება პირველ ივნისამდე და აღნიშნული ადამიანები მხოლოდ ბანკის ანგარიშს ატვირთავენ, ვინაიდან ჩვენთვის უცნობია ამ ადამიანების ბანკის ანგარიში. მხოლოდ ბანკის ანგარიშის ნომრის ატვირთვის შემთხვევაში, ისინი მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 300 ლარის ოდენობით,“- განაცხადა ბარკალაიამ.

ამასთანავე, მისი განმარტებით, იმ თვითდასაქმებულებს, რომელთა იდენტიფიცირებაც ჯერ არ მომხდარა, რეგისტრაციის პორტალზე, პირადი მონაცემების პარალელურად ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი საბუთის ატვირთვაც მოუწევთ.

„რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები, ამ ადამიანებს ასევე ჩვენი სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ პორტალზე მოუწევთ პერსონალური ინფორმაციის განთავსება -პირადი ნომერი, საკუთარი სახელი და გვარი და ასევე, რაიმე ტიპის დამადასტურებელი საბუთის ატვირთვა, რომელიც მათ ეკონომიკურ საქმიანობას ან შემოსავალს პირველი კვარტლის განმავლობაში დაადასტურებს. ამ განცხადებების განხილვა მოხდება კომისიური წესით, სადაც ჩართული იქნებიან როგორც ფინანსთა ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. კომისიური წესით განხილვის შემდეგ მოხდება დახმარებების გადარიცხვა თითოეულ მოქალაქეზე უმოკლეს ვადაში,“- განაცხადა ბარკალაიამ.
economics
საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება

საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მთელი რიგი საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება. შეღავათები ეხება სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულ პირებს, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ ფასიანი ქაღალდებიდან მიღებულ შემოსავალს, არასტაციონარულ ვაჭრობას და უძრავი ქონების მიწოდების დაბეგვრას და სხვა.

მთავრობამ პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარუდგინა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის/საწარმოს მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება. ამასთან, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასებისთვის ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის შეღავათი.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის მოქმედი საშემოსავლო შეღავათი, რომლის მიხედვით, არ იბეგრება საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი.

კანონის პროექტით, 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განაგრძობს მოქმედებას თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდება წესი, რომლის თანახმად, ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოს მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში მისი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებას.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე გრძელდება საგადასახადო შეღავათი, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია უძრავი ქონების მიწოდება, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, თუ შესრულებულია სსკ-ის შესაბამისი მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული ყველა პირობა.

2028 წლის 1-ელ იანვრამდე შენარჩუნებული იქნება საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის გამოთვლის არსებული წესი, რაც გულისხმობს, რომ საქონლის იმპორტისას დღგ-ით დასაბეგრი თანხის მთავარ კომპონენტს - საქონლის საბაჟო ღირებულებას დაემატება საქართველოში კუთვნილი იმპორტის გადასახდელი, გარდა დღგ-ისა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way