USD 2.6453
EUR 3.0156
RUB 3.4078
თბილისი
დღეიდან საქართველოში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა განაახლდა
თარიღი:  781

საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. მათ შორის მუშაობს თბილისის მეტროც. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დადგენილი წესებით იმუშავებს.

დღეიდან საქართველოში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები ამუშავდა. მათ შორის თბილისში მგზავრებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 550 ავტობუსი ემსახურება.

ტრანსპორტში სავალდებულოა, მგზავრობის დროს პირბადის ტარება. როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან ვირუსის გავრცელებისთვის ერთ-ერთი საფრთხეა.

„მინდა ვთხოვო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. მგონი, ყველა ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ხელი შევუწყოთ ამ რთულ ვითარებაში როგორც ეს წინა პერიოდში გავაკეთეთ. ის რომ საქართველო ვირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, ეს რა თქმა უნდა, საზოგადოების ძალიან დიდი დამსახურებაა და დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების დროს გათვალისწინებული იქნება ყველა ის მოთხოვნა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ“, - განაცხადა კალაძემ.

მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა იკრძალება.

„ავტობუსებს რაც შეეხება, ერთადერთი მოთხოვნა არის პირბადეებით ასვლა. ერთი დისკომფორტი, რაც შეიძლება იყოს, ეს არის კონდიციონერის არჩართვა და არ მუშაობა, ფანჯრები იქნება მაქსიმალურად ღია, რომ მოხდეს განიავება, რადგან კონდიცირება არის ერთ-ერთი საფრთხე ვირუსის გავრცელების. მეტროშიც იგივე მოთხოვნები იქნება, ჩვენ დაგვეხმარება საპატრულო პოლიცია და მეტროში არ შეიშვებიან ადამიანები, ვისაც პირბადეები არ აქვს. მეტროში ფეხზე დგომა დასაშვები იქნება“, - აცხადებს კალაძე.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის