USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
დღეიდან ქვეყნის ოთხ დიდ ქალაქში შესვლა და გასვლა ისევ აიკრძალა
Date:  457

თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი - ქვეყნის 4 დიდ ქალაქში შესვლა და გასვლა დღეიდან ისევ იკრძალება. ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე ორდღიანი ვადა მათთვის, ვისაც ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნება სურდა, გუშინ საღამოს 21:00 საათზე ამოიწურა.

შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი ორშაბათს ამოქმედდა, შესაბამისად, მთავრობის დადგენილებით, უკვე სრულადაა დაშვებული მანქანების გადაადგილება და ტაქსების ოპერირება. თუმცა, მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ დილის 6:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე. ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ ძალაშია. მოქალაქეებს საღამოს 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე როგორც ავტომობილით, ასევე ფეხით, ქუჩაში გადაადგილება ეკრძალებათ.

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმში - 5 085 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558. ამ დრომდე საქართველოში ვირუსის 511 შემთხვევაა დაფიქსირებული, 6 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way