USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
დღეიდან ექიმი ვალდებული იქნება, რომ წამალი საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და მას შემდეგ, რაც ექიმი გამოწერს რეცეპტს, ფარმაცევტი ვალდებული იქნება მოქალაქეს 3 ყველაზე იაფი წამალი შესთავაზოს
дата:  473

დღეიდან ექიმი ვალდებული იქნება, რომ წამალი მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და მას შემდეგ რაც ექიმი გამოწერს რეცეპტს, ფარმაცევტი ვალდებული იქნება მოქალაქეს 3 ყველაზე იაფი წამალი შესთავაზოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა მოქალაქეების ჯიბეზე და დანახარჯებზე აისახება.

„დღეიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება. დღეიდან ექიმი ვალდებული იქნება, რომ წამალი მხოლოდ გენერიკული ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა, რომელიმე მწარმოებლის ბრენდის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ფარმაცევტი მომხმარებელს, ჩვენს მოქალაქეს გენერიკული მედიკამენტების ე.წ. პოზიტიური სიიდან 3 ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს, ეს იქნება მისი ვალდებულება. მას შემდეგ რაც ექიმი გამოწერს რეცეპტს, ფარმაცევტი ვალდებული იქნება, რომ მოქალაქეს 3 ყველაზე იაფი წამალი შესთავაზოს. ამის შემდეგ მოქალაქე თავად გადაწყვეტს თუ რომელი წამალი შეიძინოს. ჩვენი მოლოდინი არის რომ გენერიკული რეცეპტების დანერგვით, რისკები, რომლებიც ექიმების და ფარმაცევტების მხრიდან არსებობს, შესაძლო ბრენდული, კონკრეტული კომპანიების, თუ მწარმოებლების მედიკამენტების ლობირება, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი და წამლებზე ფასების ხელოვნური ზრდა, იქნება დაზღვეული. ამით პრაქტიკულად აღმოიფხვრება ეს რისკი და ეს პრობლემა მოგვარდება. ეს, რა თქმა უნდა, დაეხმარება იმ პროცესს, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანას და ზოგადად ფარმაცევტულ ბაზარზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. ჩვენს მოქალაქეებს სამართლიანად შესთავაზებენ მედიკამენტებს. მე იმედი მაქვს, რომ აღნიშნული რეფორმა იქნება ძალიან წარმატებული და რაც მთავარია ჩვენს ხალხს, მათ კეთილდღეობას წაადგება და მათ ჯიბეზე და დანახარჯებზე აისახება ეს ყველაფერი. ნაკლები დანახარჯები ექნებათ მედიკამენტებზე. არა ერთი ინფორმაცია მივიღეთ, რომ თუ ადამიანს მედიკამენტის შეძენაში ეხარჯებოდა 300-400 ლარი თვეში, ახლა ეს თანხა არის განახევრებული კი არა კიდევ უფრო მეტად არის შემცირებული - 60,70,80%-ით არის შემცირებული ფასები, რაც ძალიან კეთილი საქმეა.

რეცეპტების გენერიკებით გამოწერა მოქმედებს ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოში“, - განაცხადა პრემიერმა.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати