USD 2.6797
EUR 2.8684
RUB 2.9172
Tbilisi
დღეიდან, ავტომობილის განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი გახდა
Date:  190

დღეიდან, ავტომობილის განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი გახდა.  განმეორებითი ტექინსპექტირების ფასი ავტომობილის ტიპის მიხედვით 20 და 30 ლარი იქნება.

„დღეიდან ავტომფლობელებს, რომლებიც ტექინსპექტირების ცენტრებს განმეორებითი ინსპექტირებისთვის მიმართავენ, შესაბამისი ტარიფის გადახდა მოუწევთ. ტარიფი დადგენილია - მსუბუქ ავტომობილებზე და მისაბმელებზე 20 ლარი იქნება, ხოლო ავტობუსებზე და სატვირთო ავტომობილებზე 30 ლარი“, - განაცხადა ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე გიორგი შიოლაშვილმა.

რაც შეეხება ტექინსპექტირების პროცესში დაგეგმილ სხვა ცვლილებებს, მათ შორის ვიზუალური გამონაბოლქვის ინსტრუმენტულ მონიტორინგს, შიოლაშვილი ამბობს, რომ ეს რეგულაცია ძალაში, სავარაუდოდ, ზაფხულიდან შევა და პროცესში გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალური ეკიპაჟები ჩაერთვებიან.

„ეს რეგულაცია ძალაში დაახლოებით ზაფხულიდან შევა. როგორც ითქვა, გარემოს დაცვის სამინისტროსთან არსებული ეკიპაჟები გადაამოწმებენ ამ კონკრეტულ მოთხოვნას“, - განაცხადა შიოლაშვილმა.

კიდევ ერთი სიახლე, რაც ტექინსპექტირების წესში უკვე დაინერგა, მომეტებული ხმაურის ინსპექტირებაა. გიორგი შიოლაშვილის ინფორმაციით, ინსპექტირების ჩამტარებელი პირი დაახარვეზებს ავტომობილს, რომლის ხმაურის მაჩვენებელი ნორმას სცდება.

„თუ ინსპექტირების ჩამტარებელი პირი გადაწყვეტს, რომ კონკრეტულ ავტომობილს მომეტებული ხმაური აქვს (ძირითადად ეს შეეხება ავტომობილებს, რომელთაც არასტანდარტული „მაყუჩი“ უყენიათ), გადაამოწმებს, ხმაურის მაჩვენებელი ნორმებში არის თუ არა. თუ ნორმას გადასცილდება, ავტომობილი ხმაურზე დახარვეზდება. ეს რეგულაცია უკვე ძალაშია", - განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way