USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
დღეიდან აშშ-ში TikTok-ის აპლიკაცია იკრძალება
თარიღი:  1551

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, დღეს დონალდ ტრამპი ჩინური კომპანიის Bytedance-ს აპლიკაცია TikTok-ის აშშ-ში აკრძალვის შესახებ განკარგულებაზე ხელს მოაწერს.

„რაც შეხება TikTok-ს, ჩვენ მას შეერთებულ შტატებში ავკრძალავთ,“- აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, ამ მიზნით, შესაძლოა საგანგებო უფლებამოსილება ან პრეზიდენტის განკარგულება გამოიყენოს.

„მე ამის უფლებამოსილება მაქვს. ხელმოწერა ხვალისთვის იგეგმება,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტის მიერ აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ TikTok-ის ამერიკული ბიზნესის შეძენას კომპანია Microsoft-ი გეგმავდა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის