USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
დღეიდან ამერიკაში მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება
Date:  638

დღეს, 14 დეკემბერს, აშშ-ში Pfizer/BioNTech-ის მიერ დამზადებული კორონავირუსის ვაქცინით მოსახლეობის მასობრივი აცრა იწყება. NBC-ის ინფორმაციით, ვაქცინის გადამტანი სატვირთო მანქანები Pfizer-ის ქარხნიდან უკვე დაიძრნენ.

NBC-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოსახლეობა ვაქცინის პირველი პარტიის გადამზიდავ სატვირთო მანქანებს ოვაციებით ხვდება.

აშშ-ს არმიის გენერალ გუსტავ პერნას განცხადებით, რომელიც ვაქცინის განაწილებას აკონტროლებს, მიმდინარე კვირაში ვაქცინის სამ მილიონამდე დოზა  მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ვაქცინაციის ცენტრებში თანაბრად განაწილდება. მისი თქმით,  ორშაბათს ვაქცინას 145 ცენტრი მიიღებს, სამშაბათს და ოთხშაბათს კი დარჩენილ 636 ცენტრს მიუვა.

პირველ ეტაპზე ვაქცინაციისთვის პრიორიტეტი სამედიცინო პერსონალს, თავშესაფრებში მცხოვრებ და მომუშავე ადამიენებს და სხვა რისკ ჯგუფის წარმომადგენელებს მიენიჭებათ.

როგორც BBC წერს, მოსახლეობის ფართო ნაწილისთვის  ვაქცინა ხელმისაწვდომი იანვრიდან იქნება.

აშშ-ს მარეგულირებელმა ორგანომ, საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ, Pfizer/BioNTech-ის მიერ დამზადებული კორონავირუსის ვაქცინის გამოყენების უფლება პარასკევ საღამოს დაჩქარებული წესით გასცა.

კვლევები ადასტურებს, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა არის უსაფრხო და აქვს 95%-იანი ეფექტიანობა. ამ ვაქცინასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ გამოწვევად სახელდება მისი ლოჯისტიკის სირთულე, რადგან ის მოითხოვს განსაკუთრებულ პირობებში შენახვა-ტრანსპორტირებას -70 გრადუს ცელსიუსზე, რაც ადვილად ხელმისაწვდომი არ არის.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანა ვაქცინას ელოდება მარტ-აპრილში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შექმნილი კოვაქს პლატფორმის გავლით. თუმცა, როგორც ის ამბობს, საქართველო აწარმოებს მოლაპარაკებებს უშუალოდ მწარმოებლებთან, რათა ვაქცინის გარკვეული რაოდენობა უფრო ადრე – იანვარ-თებერვალში გახდეს ხელმისაწვდომი.

 

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way