USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
დღეიდან დენდროლოგიური პარკი ვიზიტორებს უმასპინძლებს
дата:  3526

შეკვეთილში, დენდროლოგიური პარკი დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა. როგორც ჟურნალისტებს დენდროლოგიური პარკის კომენდანტმა ავთანდილ რობაქიძემ განუცხადა, დენდროლოგოური პარკი 60 ჰექტარზეა გაშენებული, თუმცა ამ ეტაპზე გახსნილია 38 ჰექტარი. მისი თქმით, ბაღში ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობაა წარმოდგენილი.

„ტერიტორიაზე 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს, რომელიც საზღვარგარეთიდანაა შემოყვანილი, კერძოდ, ავსტრალიიდან. პარკში უნიკალური მცენარეებია. საინტერესო სანახავია აქ ყველაფერი. ერთადერთი პარკია, რომელიც ქართველმა ადამიანმა საკუთარი სურვილით გააკეთა. აქ ყველა დასაქმებული ადგილობრივია, ჯამში 120 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ნორმალურ ანაზღაურებას იღებენ", - განაცხადა ავთანდილ რობაქიძემ.

დენდროპარკის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დენდროპარკი ორ ნაწილად იყოფა: 18 ჰექტარზე გაშენდა საქართველოში მოძიებული ენდემური ჯიშის ხეები. კოლექცია 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ნიმუშისგან შედგება. დანარჩენ 42 ჰექტარზე კი მსოფლიოს სხვადასხვა კონტინეტიდან შემოტანილი სხვადასხვა ხემცენარეა წარმოდგენილი.

დენდროლოგიური პარკში შესვლა და დათვალიერება უფასოა. პარკი ღიაა სტუმრებისთვის კვირაში ხუთი დღე, ორშაბათისა და ხუთშაბათის გარდა. პარკის სამუშაო საათები სეზონების მიხედვით ასეთია: გაზაფხული - 10:00-18:00საათი, ზაფხული - 09:00-19:00 საათი, შემოდგომა - 10:00-18:00 საათი, ზამთარი 11:00-17:00 საათი.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати