USD 2.6095
EUR 3.0247
RUB 3.0923
თბილისი
დეზერტირების ბაზრის ადგილზე ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა იგეგმება
თარიღი:  3123

თბილისში დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა არის დაგეგმილი - შესაბამისი განაცხადით მერიის არქიტექტურის სამსახურს კომპანია “თბილისი მოლმა” უკვე მიმართა.

 პროექტის მიხედვით, შენობა 17.5 მეტრის იქნება და მასში ორი სართული განთავსდება. განაშენიანების საერთო ფართობი 17,994 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის განაცხადზე პასუხი 2023 წლის 10 თებერვალს იქნება. 

დეზერტირების ბაზრობა CBS ჯგუფის საკუთრებას წარმოადგენს. კომპანიის 26%-იან წილს ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია ფლობს. ბიზნეს რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 20%-იანი წილის მფლობელია ლაერტ ზუბადალაშვილი; 44%-ის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ჰოლდექს ინტერსეილს კორპი, ხოლო 10%-ს ფიზიკური პირი ილონა მეტრეველი.

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის