USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Tbilisi
დევიკო გობეჯიშვილმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში გამართულ ვეტერან ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
Date:  
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური სამსახურის ინსტრუქტორმა, დევიკო გობეჯიშვილმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში გამართულ ვეტერან ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქ სარაევოში მიმდინარე ჩემპიონატზე დევიკო გობეჯიშვილმა 100 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში იასპარეზა. მან ფინალური ორთაბრძოლა ქართველ ვეტერან ძიუდოისტთან, გიორგი მოდებაძესთან გამარჯვებით დაასრულა და 100 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ინსტრუქტორი, დევიკო გობეჯიშვილი ქალაქ სარაევოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.
tbilisi
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way