USD 2.6586
EUR 3.0646
RUB 3.6919
Tbilisi
დეველოპერულმა კომპანია „ლისი ლეიქ დეველოპმენტმა“ 2024 წელი გაძლიერებული მმართველი გუნდით და განახლებული სტრატეგიით დაიწყო
Date:  

დეველოპერული კომპანია „ლისი ლეიქ დეველოპმენტმა“2024 წელი გაძლიერებული მმართველი გუნდით და განახლებული სტრატეგიით დაიწყო. კომპანიამ განახორციელა რიგი ცვლილებები, კორპორატიული მართვის ხარისხის გასაუმჯობესებლად, როგორც გუნდის, ასევე შიდა პოლიტიკების და პროცესების მიმართულებით.

მათ შორის, ჩაანაცვლა აუდიტორული კომპანია და მოიწვია დიდი ოთხეულის წარმომადგენელი კომპანია „ერნსტ ენდ იანგი“. შედეგად კომპანიამ ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განახორციელა აღრიცხვის პოლიტიკის ცვლილება და კომპანიის ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობისა და კონსისტენტურობის გაუმჯობესება.

კომპანიის განახლებულმა ანგარიშგებამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო“- BARTA.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური აღრიცხვის შიდა პოლიტიკის ცვლილებასთან ერთად, მოხდა ამ ცვლილებების შესაბამისად წინა პერიოდების, 2021 და 2022 წლების ანგარიშგებების განახლება (მათ შორის ცვლილებები შეეხო: ჯამური აქტივები გაუტოლდა 681 მილიონ ლარს, ნაცვლად 690 მილიონი ლარისა (1.2%-ით შემცირება), ხოლო კომპანიის საკუთარი კაპიტალი 596 მილიონი ლარს გაუტოლდა, ნაცვლად 611 მილიონი ლარისა (2.4%-იანი შემცირება), 2021 წლის მოგებამ შეადგინა 39.3 მილიონი ლარი), რაც გამჭვირვალედ გამოქვეყნდა აუდიტორული ანგარიშის დამტკიცებისთანავე.
ამავდროულად, 2022 წელს კომპანიამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ფინანსური შედეგები, რაც გულისხმობს შემდეგს: აქტივები გაიზარდა 723 მილიონ ლარამდე (6%-იანი ზრდა 2021 წელთან შედარებით), ხოლო საკუთარი კაპიტალი გაიზარდა 619 მილიონ ლარამდე (3.8%-იანი ზრდა). წლის მოგებამ 33.7 მილიონი ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით და ყველა საინვესტიციო და გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტის დაცვით, 2024 წლის 31 იანვარს, აღნიშნული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა ობლიგაციის მფლობელებს და გაკეთდა შეთავაზება, 2022 წელს ემისირებული ობლიგაციების, სურვილის შემთხვევაში, ვადაზე ადრე გამოსყიდვის შესახებ.

აღნიშნული ხაზს უსვამს კომპანიის გამჭვირვალობას, ფინანსურ მდგრადობას და ობლიგაციების მფლობელებთან მიმართებაში მაღალ პასუხისმგებლობას. კომპანია აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მიმდინარე და ახალი დეველოპერული პროექტების განვითარებას. თბილისში, „მწვანე ქალაქი ლისზე“ კომპლექსის ფარგლებში წარმატებით დასრულდა „ლისი გრინ თაუერის“ გამორჩეული არქიტექტურული პროექტი. ასევე მიმდინარეობს ესპანელი არქიტექტორის რიკარდო ბოფილისა და ბრიტანული არქიტექტურული კომპანიის პროექტების მშენებლობა.

ასევე კომპანიამ უკვე დაიწყო ახალი პროექტი შავი ზღვის სანაპიროზე. ბუკნარი არის ახალი საკურორტო უბანი ლისი დეველოპმენტისგან, რომელიც გამოირჩევა უნიკალური ლოკაციით შავი ზღვის სანაპიროზე. კურორტი მდებარეობს ზღვასა და მთას შორის, ასწლოვან წიწვოვან ტყეში, ბათუმიდან 7 წუთის მანძილზე. პროექტი ითვალისწინებს სასტუმროს აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობას უშუალოდ ზღვის სანაპიროს გასწვრივ, რომელიც ასევე მოიცავს რესტორანს, დახურულ აუზს, სპორტულ მოედანსა და მწვანე ზონებს.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way