USD 2.7128
EUR 3.1550
RUB 3.3271
Тбилиси
დემურ გიორხელიძე - უკრაინას ვერაფერი უშველის ... განადგურდება არა მხოლოდ ბრძოლისუნარიანი ნებისმიერი უკრაინული ნაწილი, არამედ, განადგურდება ათიათასობით უცხოელი მეომარი
дата:  590

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე უკრაინის მოვლენების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ "უკრაინას ვერაფერი უშველის, მთელი დასავლეთის არმია ერთად რომ ჩავიდეს უკრაინაში, - არაფერი უშველის!". ასევ ის მიმართავს იმ ქართველებს, ვინც მისი აზრით "იდეოლოგიამ 140 წლის წინანდელ ტოტალიტარისტ რევოლუციონერებს დაამსგავსა"

გთავაზობთ დემურ გიორხალიძის სტატუსს უცვლელად:

"ძალიან ყრუების, უტვინოების, გაუნათლებლების, ვითომ "დასავლური ორიენტაციის" უზრდელების, არაფრისმცოდნეებისა და არაფრის გამგებლების საყურადღებოდ!

საოცარი ქვეყანა გვაქვს, -ეს ქვეყანა სახელმწიფოდ იქცა ტექტონიკური ხასიათის გეოპოლიტიკური ძვრების შედეგად, - 32 წლის წინათ!

ახლა ანალოგიური ხასიათის ძვრებია!

ახლა სახელმწიფოს შენარჩუნება და მოვლა უნდა!

თან სწორი, საღი და პრაგმატული პოლიტიკაა საჭირო!

უკრაინის ტრაგედია სახეზეა, - ნორმალური ადამიანისთვის ეს ტრაგედია მძიმე ასატანია!

გაიგონეთ, - არსად გავრბივარ!

ყველას დაგელაპარაკებით, როცა დასრულდება ეს დიდი მოვლენები და დაპირისპირება!

უკრაინას ვერაფერი უშველის, მთელი დასავლეთის არმია ერთად რომ ჩავიდეს უკრაინაში, - არაფერი უშველის!

განადგურდება არა მხოლოდ ბრძოლისუნარიანი ნებისმიერი უკრაინული ნაწილი, არამედ, განადგურდება ათიათასობით უცხოელი მეომარი, რომელთაგან ნაწილი დაქირავებულია, ნაწილი კი გადაცმული ნატოს ქვეყნების ჯარისკაცი!

რა ტანკები და თვითმფრინავებიც უნდა მიაწოდონ უკრაინას, - ეს არაფერს შეცვლის!

არაფერს!

თქვენც საქართველოს შვილები ხართ, - მაგრამ საქართველო ფეხებზე გკიდიათ, - რომ არ გეკიდოთ, მის სადღაც შეტანვაზე არ გაიგიჟებდით თავს.

ჩემი "ლანძღვა", რასაც აკეთებთ, - არაფერს მოგცეთ, რადგან სხვადასხვა წონით კატეგორიებში ვართ და თანაც, სხვადასხვა კოორდინატთა სისტემაში: მე ჩემი ქვეყნა მინდა, მისი კულტურა, მისი ნიჭიერი ხალხი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, რომლის მცირე ნაწილი, თქვენი სახით, იდეოლოგიამ 140 წლის წინანდელ ტოტალიტარისტ რევოლუციონერებს დაამსგავსა!

ასე, რომ ძალიან ყურადღებით იკითხეთ, რასაც ვწერ და გაიაზრეთ! უზრდელობას და უტვინობას კი მოეშვით, - განადგურებული წარმოდგენების წინაშე დარჩებით!

უკვე ამ გზაზე ხართ!

ეს მძიმე გადასატანი იქნება თქვენთვის.

არადა, ამ ქვეყანას ყველა ადამიანი სჭირდება!

გასაგებია?!

რომ უზრდელობთ კომენტარებში და სადღაც გვერდებზე, ცუდი მამების გაზრდილი ხართ, რადგან კაცის გვერდით თქვენნაირი ვერაფრით გაიზრდებოდა!
ასე, რომ შანსი გაქვთ იყოთ ამ ქვეყნის საღი და შემოქმედი ადამიანები, თუ ბოლომდე არ გაინადგურებთ თავს!
ჩათვალეთ, - ეს თქვენთვის დავწერე!
უპატივცემულობა არ მაქვს თქვენს მიმართ, - არ მეკადრება! უბრალოდ, ძალიან საცოდავები ხართ
და ეს არ არის თქვენთვის კარგი!
მე კი ვერც "გამლანძღავთ" და ვერც "შეურაცხყოფას" მომაყენებთ: ამას ძალა უნდა ინტელექტუალური, გონებრივი და კაცური და არა უზრდელობა და სიჩლუნგე!"

წყარო: დემურ გიორხელიძე

 

 

общество
კალაძე: თბილისში მწვანე სივრცეების მოსაწყობად არეალები ძალიან ბევრია. მომდევნო წლებში უბნების დონეზეც კი უნდა შევძლოთ, მსგავსი ტერიტორიები მოვაწესრიგოთ

„წლების წინ რეკრეაციულ სივრცეებს ასხვისებდნენ, ჩვენ კი მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონეებისგან გამოგვესყიდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, მიდგომა, რომელიც 2017 წლიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია, მომდევნო ოთხ წელშიც გაგრძელდება, მათ შორის ცალკეული უბნების დონეზე, რომ რაც შეიძლება მეტი გამწვანებული არეალი არსებობდეს.

„2017 წლამდე დედაქალაქში სერიოზული გამოწვევა არსებობდა, თუმცა, ბოლო წლებში ხედავთ, რეკრეაციული მიმართულებით რამდენი პროექტი განხორციელდა. ჩემთვის ეს საამაყოა. თბილისს მწვანე სივრცეები ძალიან უხდება. ასათვისებელი არეალები ძალიან ბევრია. მომდევნო წლებში უბნების დონეზეც კი უნდა შევძლოთ, მსგავსი ტერიტორიები მოვაწესრიგოთ. გარდა სილამაზისა, ეკოლოგიური თვალსაზრისით რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება და ახლების მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.

წლების წინ იყო ძალიან ცუდი პრაქტიკა - პარკებს და სკვერებს ასხვისებდნენ, რომ იქ სამშენებლო სამუშაოები ეწარმოებინათ. 2017 წლიდან კი არცერთი მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. პირიქით, ჩვენ მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ რეკრეაციული სივრცეები და მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონეებისგან დაგვებრუნებინა ქალაქისთვის. მსგავსი მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати