USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა, რომლის ფართობი ორ ჰექტარს შეადგენს
Date:  465

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც ორ ჰექტარს შეადგენს, რეკრეაციულ სივრცეს აწყობს.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკი, ცხოველთა სასეირნო სივრცე, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, საბავშვო და სპორტული მოედნები მოეწყობა. ასევე, დაირგვება ხე-მცენარეები და დაითესება ბალახი.

სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

„რეკრეაციული პროექტი, დაახლოებით, ორ ჰექტარზე განხორციელდება. ტერიტორია, რომლის სიგრძე ერთ კილომეტრამდეა, მთლიანად მოწესრიგდება - დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სასეირნო ბილიკი. ბავშვებისთვის გამოიყოფა სივრცეები, სადაც განთავსდება ატრაქციონები. მოეწყობა სავარჯიშო მოედნებიც. გარდა ამისა, ძაღლებისთვის გამოიყოფა დამოუკიდებელი სივრცე. სამუშაოები შემოდგომის ბოლოსთვის დასრულდება. ძალიან კარგია, რომ დედაქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტი შეემატება. აღნიშნული ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ საავტომობილო გზას საბურთალოს რაიონის გამგეობა მთლიანად მოაწესრიგებს, მოეწყობა ტროტუარი, საერთო ჯამში კი, ძალიან კარგი სივრცე გამოვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლითი (გამოხშირვითი/გაწმენდითი) ჭრის სამუშაოები უკვე განხორციელდა. გარდა ამისა, ტერიტორია გაიწმინდა სამშენებლო ნარჩენებისგან და მოიხსნა უკანონო შემოღობვები.

აღსანიშნავია, რომ რეკრეაციულ ზონაში გადიოდა ამორტიზებული წყლის კოლექტორი, რომელიც შეიცვალა. ასევე, მოეწყო წყალარინების სისტემა და ტერიტორიაზე არსებული გაზის მილი მიწისქვეშ განთავსდა.

მიმდინარე სამუშაოებს, თბილისის მერთან ერთად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი პაატა ტოგონიძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენლები გაეცნენ.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way