USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
დემენცია - რუანდელი ტუტსის ტომის ხალხისთვისაც აქტუალური თემაა
дата:  682
დემენცია - რუანდელი ტუტსის ტომის ხალხისთვისაც აქტუალური თემაა. ათეული წლები ელოდნენ, როდის დაიჭერდნენ ფელისიენ კაბუგას და საკადრისად დასჯიდნენ, მაგრამ ჰააგის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მას დემენცია ჭირს და ამის გამო განაჩენს არ გამოუტანენ. პატიმრის ადვოკატებმა დაამტკიცეს, რომ კაბუგა გონებაჩლუნგია და მას აღარაფერი ახსოვს..
რა დაავიწყდა კაბუგას?
რუანდაში „ათასი ბორცვის რადიო“ გააკეთა და ეს რადიო ქვეყნის ახალგაზრდებში პოპულარული გახდა. მაშინ, რუანდაში ტელევიზორი იშვიათად ვინმეს თუ ჰქონდა. რადიოს შექმნის მიზნად გამოცხადდა -სამოქალაქო თანხმობის მიღწევა. დაწერა პროექტი და კონრად ადენაუერის ფონდმა გრანტი გამოუყო.
პირველად, რუანდაში ბელგიის ელჩმა ატეხა განგაში. საკუთარი ხელისუფლება და საერტაშორისო ორგანიზაციები გააფრთხილა, თუ ეს რადიო არ ჩაიხშო, რუანდაში გენოციდი გარდაუვალიაო. სახელმწიფო დეპარტამენტმა ბელგიელის შეშფოთება არ გაიზიარა, მაგ რადიოდან ყველაზე ობიექტურ ინფორმაციას ვიღებთო.გაერო-მ ფინანსებზე დაიჩივლა, რადიოს ჩახშობა ძვირი დაგვიჯდებაო. სხვებმა თქვეს, რადიოს გათიშვა თავისუფალი სიტყვის ჩახშობაა და ასე არ ივარგებსო.
„ათასი ბორცვის რადიოში“ სულ ხუტუს ტომის ხალხი მუშაობდა თანამოქალაქე ტუტსის ტომის ხალხის დეჰუმანიზაციის პროპაგანდას ეწეოდნენ. „ტარაკნები, რომლებიც უნდა გავჟლიტოთ,“- აცხადებდნენ რადიოეთერში.
მას შემდეგ, რაც ხუტუს ტომი ტუტსის ტომს ტავს დაესხა, რადიო ზუსტი თავდასხმების კოორდინაციას ეწეოდა. მსმენელებს ზუსტად ეუბნებოდნენ მისამართებს, თუ სად გახიზნულიყვნენ ტუტსის შეშინებული ხალხი.
ას დღეში მილიონამდე ადამიანი დახოცეს. აღმოჩნდა, რომ იმ დასახლებულ პუნქტებში სადაც რადიოს უსმენდნენ, ათი პროცენტით მეტი მკვლელობა მოხდა, ვიდრე სხვაგან. 23 პროცენტით მეტს კლავდნენ იმ ადგილებში, სადაც რადიო არ იჭერდა და აქაურები ამბებს მეზობელი სოფლების რადიო მსმენელებისგან გებულობდნენ.
საერთაშორისო ტრიბუნალმა რადიოს ჟურნალისტები, რედაქტორები და მეპატრონე გაასამართლა ან ახლა ასამართლებს. სამ მათგანს შუღლის გაღვივებისთვის ოცდაათ წელზე მეტი ხნით პატიმრობა მიესაჯა. კაბუგას დაპატიმრებისთანავე ადვოკატებმა დაიწყეს მტკიცება, რომ ბრალდებულის გასამართლება არ შეიძლებოდა, რადგან მას დემენცია ჭირდა. ფელისიენ კაბუგა ვეღარ იხსენებდა რუანდაში როგორ დააფინანსა რადიო, რომელიც ტუტსის ტომის ხალხს გასაწყვეტ ტარაკანებად მოიხსენიებდა და თავისისვე დაფინანსებულ შეიარაღებულ რაზმებს მათი დახოცვისკენ მოუწოდებდა. ტუტსის ხალხი უმეტესად მაჩეტებით დახოცეს. ეს მაჩეტებიც მეზობელ ქვეყნებში კაბუგამ შეიძინა.
რუანდის საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე კაბუგა 26 წლიანი ძებნის შემდეგ წარსდგა. ის საფრანგეთში დააპატიმრეს,სადაც ყალბი პასპორტით ცხოვრობდა. ათასობით რუანდელი კაბუგას გასამართლებას ელოდა, მაგრამ განაჩენი არ იქნება: სამიდან ორმა მოსამართლემ ჩათვალა, რომ მას დემენცია აქვს.
დემენცია კი დაუდასტურდა, მაგრამ ამის გამო სახლში არ გაუშვიათ, პროცესი გრძელდება. კაბუგა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ჰააგის ციხეში იმყოფება. 87 წლის უნდა იყოს, თუმცა ადვოკატები 90-ს ამბობენ, უმატებენ წლებს, რომ უფრო ხანდაზმული გამოჩნდეს.
პ.ს
არის მეორე გნიდაც, სამართლიანობის აღდგენის კომისიას უთხრა, ოცი ათასი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, პირადად დავხოცეო და დღეს მღვდელია, ხალხი ფულს წირავს და აღსარებებს იბარებს.. სხვა დროს დავწერ მაგაზე
მიყევით ბმულს - ბესო კურტანიძე
общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати