USD 2.6563
EUR 3.0848
RUB 3.6654
თბილისი
დელისზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება - ვის ეკუთვნის მორიგი მცდელობა?
თარიღი:  1858

დელისის მეტროს მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის პროექტი დღის წესრიგში დაბრუნდა. კომპლექსის გეგმარებითი დავალება საკრებულოსთან უკვე შეთანხმდა.

პროექტის მიხედვით, პროფკავშირების ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი, კომერციული და სხვა ტიპის დაწესებულებების მოწყობა განიხილება.

პროექტის დამკვეთი კომპანია “დელისი დეველოპმენტია”, რომელიც როგორც ირკვევა, ტერიტორიის მესაკუთრეებს მის განვითარებაში ეხმარება. შპს “დელისი დეველოპმენტის” 70%-იან წილს გიორგი ყავლაშვილი, ხოლო 30%-იან წილს ისრაელის მოქალაქე იოჰანან ელიგულა ფლობს.

როგორც შპს დელისი დეველოპმენტის 70%-იანი წილის მფლობელი გიორგი ყავლაშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე გეგმარებით დავალება შეთანხმებულია, თუმცა მას შემდეგ რაც განაშენიანების რეგულირების გეგმა შეთანხმდება, გადაწყდება უშუალოდ ფართის მესაკუთრეები განახორციელებენ პროექტში ინვესტიციას თუ ახალი ინვესტორის მოძიება გახდება საჭირო.

“ვცდილობთ, რომ ამ სიტუაციაში დავადგინოთ რა მოცულობის შენობების აშენების შესაძლებლობა არსებობს. მერიის სამსახურიდან ვარკვევთ რა პერსპექტივის მიღება არის შესაძლებელი აღნიშნული მიწის ნაკვეთზე.

მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა ინვესტირების საკითხი. ის, თუ ვინ შეიძლება იყოს ინვესტორი, რა თქმა უნდა, "ნიბა ინვესტი", თუ აიღებს ამას თავის თავზე ბუნებრივია "ნიბა ინვესტი" იქნება ან ნებისმიერი სხვა, რომელზეც თავად მესაკუთრეები შეთანხმდებიან. ნებისმიერი მესაკუთრის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს ამ მშენებლობის განხორციელება. ჩვენ ამას ვუწყობთ ხელს.” - აცხადებს “დელისი დეველოპმენტის” მეწილე გიორგი ყავლაშვილი.

დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის განვითარების მცდელობა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო. მაშინ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა კომპანია "ნიბა ინვესტს" და ბიზნესმენ ბაკურ კიღურაძეს სურდა, თუმცა პროექტი, რომელიც 2008 წელს დაიწყო, 2 წელიწადში შეჩერდა.

როგორც ირკვევა აღნიშნული ტერიტორიის ნაწილს ისევ ფლობს კომპანია შპს “დელისი”, რომლის წილის მფლობელი “ნიბა ინვესტია”.

როგორც “ნიბა ინვესტის” მეწილე ბაკურ კიღურაძე BM.GE-თან აცხადებს, ის პროექტის განხორციელებას ამჯერად “დელისი დეველოპმენტთან” ერთად ცდილობს. მისი თქმით, პროექტის სავარაუდო საინვესტიციო მოცულობა 20 მილიონი დოლარია.

“ერთ-ერთი პარტნიორია შპს დელისი დეველოპმენტი. უცხო, ახალი ვინმე არ შემოდის პროექტში. ჩვენს კომპანიას ძირითადად ჰქონდა საპროექტო ნაწილი და ჩვენ პასუხისმგებლები ვიყავით პროექტირებაზე, მართვაზე.

მართვიდან გამოვედით, თუმცა პროექტის მთავარი არქიტექტორი ისევ ვარ. დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ინვესტიციაზეა საუბარი. რაც შეეხება ვადებს, მშენებლობას დაახლოებით 2.5 წელი დასჭირდება. თუმცა მანამდე საჭიროა პროექტის შეთანხმება.”-აცხადებს შპს დელისის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ბაკურ კიღურაძე.

რაც შეეხება პროექტის დეტალებს, რომელიც ამ ეტაპზეა ცნობილი, წარმოდგენილი გეგმარებითი დავალების მიხედვით, ტერიტორიაზე არსებული შენობების დემონტაჟი უნდა მოხდეს, მათ შორის პროფკავშირების შენობის. თუმცა დაგეგმილია "პროფკავშირების" შენობაზე არსებული მოზაიკის შენარჩუნება და მისი ერთ-ერთ საპროექტო ობიექტზე მოწყობა.

ასევე აღნიშნულ ნაკვეთებზე სპეციალური ზონალური ნებართვის ფარგლებში მოხდება საცხოვრებელი ფუნქციის გადამეტება 75 პროცენტამდე, დამკვეთი კი ამის სანაცვლოდ თანახმაა შესაბამის მაკომპენსირებელ ღონისძიებებზე.

ამ ეტაპზე საკრებულომ აღნიშნული პროექტის გეგმარებით დავალებას დადებითი შეფასება მისცა. შემდეგი ეტაპი, უკვე უშუალოდ გრგ-ს შეთანხმებაა, რომელზეც დასტურსაც კომპანიაში 2 თვის ვადაში ელოდებიან

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის