USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
დეკანოზი გიორგი მამალაძე გათავისუფლების შემდეგ პირველ წერილს ავრცელებს
თარიღი:  

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულება არანაირი შეთანხმების საფუძველზე არ დაუტოვებია.

აღნიშნულ წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე.

დეკანოზ გიორგის სამადლობელი წერილი

შვიდწლიან პყრობილებაში ყოფნის შემდეგ, თავისუფლებაზე მყოფს, მსურს მადლიერება გამოვხატო, შეძლებისდაგვარად პერსონალურად, იმ ადამიანებისადმი, რომლებიც მხარს მიჭერდნენ და მიმსუბუქებდნენ სატუსაღოში ყოფნის ჯოჯოხეთურ პერიოდს. უპირველეს ყოვლისა მადლობა უფალს ჩემი ცხოვრების თითოეული წამისთვის.

მადლობა ჩემს ოჯახს 7 წლიანი ბრძოლისა და გვერდში დგომისთვის, მადლობა ჩემს მეგობრებსა და სულიერ შვილებს,

მადლობა ჩემს უფლებადამცველებს: მია ზოიძეს, ქეთი ჩუთლაშვილს, ეკატერინე ლომიძეს, თამარ ავალიანს, მარიამ პატარიძეს ,გიორგი ფანცულაიას, მიხეილ რამიშვილს, სულხან კომახიძეს, პაატა მეხრიშვილს, დავით ჯანდიერს,რაულ აგიკიანს, ასევე ნიკა გვარამიას, რომელსაც ჩემი უფლებების დაცვისა საპატიმროში ჩემი მონახულებისთვის N8 პენიტ. დაწესებულების დირექტორმა ზ.ქინქლაძემ ორგანიზებული “შუმოკი” მოუწყო მძიმე შეურაცხყოფით. განსაკუთრებული მადლობა თავგანწირვისათვის მეუფე პეტრეს, შეუპოვარ ადამიანს. ასევე, მადლობა მხარდაჭერის, დახმარებისა და გამბედაობისათვის იმ სასულიერო პირებსა და იერარქებს, რომლებიც ჩემთან შემოდიოდნენ საპყრობილეში. მათ სახელობითად არ ჩამოვთვლი, რათა მავანთა გულისწყრომის ობიექტად არ იქცნენ. მადლობა სახალხო დამცველებს უჩა ნანუაშვილს, ნინო ლომჯარიას და ალექსანდრე იოსელიანს, მადლობა სახ. დამცველის აპარატის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს გვანცა ჩხაიძეს, საბა ბრაჭველს,ალდონა ქაშიბაიას და სხვებს. მადლობა არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრს” და ალ. ცქიტიშვილს, არასამთავრობო ორგანიზაცია “სოც.სამართლიანობის ცენტრს” და თამთა მიქელაძეს,

არასამთავრობო ორგანიზაცია “ემპათიას” და მარიამ ჯიშკარიანს. ორგანიზაციებს “ღია საზოგადოებას” და "მართლმსაჯულების კოალიციას". უღრმესი მადლობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, თავის წლიურ ანგარიშებში ჩემი საკითხისადმი არაერთგზის ყურადღების გამახვილებისთვის, ასევე USAID-სა. მადლობა ნიდერლანდების სამეფოს მთავრობას ჩემი უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის. მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო მედიის მიმართ: მადლობა ინგა გრიგოლიას, ნოდარ მელაძეს,ეკა მიშველაძეს,დიანა ტრაპაიძეს,ანუნა ახალაიას, ანა მდივანს,ნატა ქაჯაიას და “TV პირველის” მთელ გუნდს. მადლობა გიორგი თარგამაძეს,ვახტანგ სანაიას, ნინო ჟიჟილაშვილს თამარ ბაღაშვილს, დავით ქაშიაშვილს და “ფორმულას” გუნდს. მადლობა გიორგი გაბუნიას, თეა ადეიშვილს, დეა მამისეიშვილს,გიგლა თუმანიშვილს და “მთავარი არხის”გუნდს მადლობა ნინო ჯანგირაშვილს, დავით აქუბარდიას, მარიამ ლომაძეს და “კავკასიის”გუნდს. მადლობა ნიკა გვარამიას დროინდელ “რუსთავი 2”-სა და ნათია კაპანაძის დროინდელ “აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს”. მადლობა ელისო კილაძეს და მის გუნდს. ონლაინ მედიის წარმომადგენლებს. ასევე, მადლობა ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს: ლელა ჯეჯელავას, ნონა მამულაშვილს, არმაზ ახვლედიანს, თაკო ჩარკვიანს, ელენე ხოშტარიას, ირმა ნადირაძეს, ცოტნე გამსახურდიას, გიგი უგულავას, ზურა ჯაფარიძეს, კობა ნაყოფიას, ანა ნაცვლიშვილს, არჩილ ხაბაძეს, რომეო და ნიკა ფარულავებს, გოჩა მირცხულავას, ვლადიმერ ნარსიას, გიორგი ტიგინაშვილს, გოჩა ბარნოვს. მსურს, განსაკუთრებული პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო ჩემთვის უძვირფასესი ადამიანის, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილის მიმართ - გამწარებული მამისა, რომელმაც მიუხედავად ენით გამოუთქმელი ტრაგედიისა მყარად შეინარჩუნა კეთილშობილება და მუდმივად სიკეთისა და ვაჟკაცობის კარნახით მოქმედებს. ამასთანავე, მინდა მადლიერება და პატივისცემა დავუდასტურო ემიგრანტებს და ყველა იმ ადამიანს, რომელინიც ღიად თუ ფარულად მგულშემატკირვრობდნენ ან უბრალოდ სჯეროდათ ჩემი უდანაშაულობის. აქვე, მინდა შენდობა ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვისი სახელიც უნებლიეთ ან მწირი ინფორმაციის ქონის გამო გამომრჩა.

დასასრულს, მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საპყრობილე არანაირი შეთანხმებისა და გარიგების მიზეზით არ დამიტოვებია. საბუთებში აღნიშნულია, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, თუმცა ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ მე უკვე ხუთი წელია ასეთი დაუძლურებული და პარალიზებული ვარ. ამ ეტაპზე ჩემი უმთავრესი მიზანია ჯანმრთელობის აღდგენა. ამის შემდეგ კი, იქნება სიმართლე - არა სანახაობა, არამედ - სიმართლე. როგორც მაცხოვარი ბრძანებს: "არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოსცხადნეს და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს."

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის