USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „პრაიდ ფესტივალზე“ - შეიძლება არსებობდეს ძალადობის საფრთხე, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ ძალადობისკენ არავის მოვუწოდებთ
дата:  

ჩვენ ძალადობისკენ არავის მოვუწოდებთ, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ისაუბრა LGBT ფესტივალის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებაზე.

ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობისკენ საპატრიარქო არავის მოუწოდებს, წარსული გამოცდილების ფონზე, რამდენად არსებობს საფრთხე იმისა, რომ კვლავ მოხდეს ძალადობა გარკვეული ჯგუფის მხრიდან.

„შეიძლება არსებობდეს საფრთხე, კი, ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს სხვანაირად უნდა დარეგულირდეს და ვემხრობით მოსაზრებას, რომ კანონით დარეგულირდეს. ჩვენ ვთქვით, რომ ძალადობისკენ არავის მოვუწოდებთ, ეს არის მოწოდება,“ -აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.

კითხვაზე, სასულიერო პირების მოწოდების მიუხედავად გარკვეული ჯგუფი მაინც ძალადობს, მამა ანდრია ასე პასუხობს:

„და რა გავაკეთო, მე ავიღო პასუხისმგებლობა? ხომ მოვუწოდეთ რომ არ იძალადონ?“ - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати