USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონზე - ბოლო არჩევანი იქნება მცირე ზომის ბავშვთა სახლები
Date:  715

ნინოწმინდაში მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის და საპატრიარქოს წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.

როგორც ჯაღმაიძე აღნიშნავს, ბავშვთა სახლები, რომელიც ნინოწმინდაში აშენდება, საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

„შეფასდა განვლილი პერიოდი მას შემდეგ, რაც მეუფე იაკობი ბავშვთა სახლის ხელმძღვანელად დაინიშნა. ორივე მხრიდან იქნა გამოთქმული კმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიდის პროცესი. საუბარი იყო შემდგომ ნაბიჯებზე, უნდა მოხდეს დეინსტიტუტიზაცია, ბავშვები უპირველესად უნდა დაბრუნდნენ ბიოლოგიურ ოჯახებში, თუ ეს არ მოხერხდა ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებში, ბოლო არჩევანი იქნება მცირე ზომის ბავშვთა სახლები.

სწორედ მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება ნინოწმინდაში, ამაში მონაწილეობას მიიღებენ დამსწრე ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასე რომ შემდგომში გაგრძელდება ეს თანამშრომლობა იმისთვის, რომ ბავშვთა სახლები, რომელიც ნინოწმინდაში იქნება, იყოს იმ სახის და ისეთი სტანდარტის, როგორსაც გულისხმობს საერთაშორისო მოთხოვნები“
, -აღნიშნავს ჯაღმაიძე.


მისივე თქმით, ამ ეტაპზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დახურვაზე საუბარი არ არის.

„პროცესი მიმდინარეობს და დახურვაზე და ვადებზე საუბარი არ არის. საუბარი იმაზე იყო, რომ არ შეიძლება პროცესების ხელოვნურად დაჩქარება. ბუნებრივად უნდა მიმდინარეობდეს ეს, არავინ არავის არ დააძალებს სადმე წასვლას, ან უკან დაბრუნებას“,-აღნიშნავს ჯაღმაიძე.

ამასთან, როგორც ჯაღმაიძე აღნიშნავს, საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მეუფე იაკობი „ძალიან ეფექტურად უძღვება საქმეს“.

ცნობისთვის, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი 15 ივნისს დაინიშნა. როგორც მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, პანსიონის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, მეუფე სპირიდონმა ეპარქიაში დაბრუნება თავისი ნებით გადაწყვიტა.

ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენებს ევროკავშირის ელჩი გამოეხმაურა. ,,ჩვენ ყველა ვხედავთ პროგრესს, რომლის მიღწევაც შესაძლებელი გახდა უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, პანსიონიდან ბავშვების დიდი ნაწილის გამოყვანის მიმართულებით და ამავდროულად, გრძელდება მონიტორინგი იმ ბავშვების მდგომარეობის, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან პანსიონში,"- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მე დავესწარი შეხვედრას საპატრიარქოს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მასში, ასევე მონაწილეობდა „უნისეფი“. მე პარალელურად დავინახე, რომ პარლამენტში, ასევე შექმნილია სამუშაო ჯგუფი „ბავშვთა უფლებების კოდექსზე“ სამუშაოდ, რომელიც ძალიან მისასალმებელია. პარლამენტის როლი ამ პროცესში ძალიან სასარგებლო იქნება. ევროკავშირის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ უკვე ჩართულები ვართ ამ პროცესში და გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ განგრძობითად შეგვიძლია დავეხმაროთ ამ პროცესს. ვიტყოდი, რომ დღევანდელი შეხვედრა ძალიან სასარგებლო იყო,“- განაცხადა ჰარცელმა.

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way