USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
„დეილი მეილი“ (Daily Mail) - „რუსულო საჰაერო ხომალდო, „იდი ნა ...“ // თბილისში რუს ტურისტებს ქართველები საპროტესტო აქციით დახვდნენ და კუნძულ ზმეინის დამცველი უკრაინელი გმირების ნათქვამს იმეორებენ"
თარიღი:  562

ბრიტანული გაზეთის „დეილი მეილის“ (Daily Mail) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსულო საჰაერო ხომალდო, „იდი ნა ...“ // თბილისში რუს ტურისტებს ქართველები საპროტესტო აქციით დახვდნენ და კუნძულ ზმეინის დამცველი უკრაინელი გმირების ნათქვამს იმეორებენ“ (ავტორები - დევიდ ეივერი და უილ სტიუარტი).

რუს ტურისტებს ქართველები ხაზგასმულად ცივად და საპროტესტო აქციით შეხვდნენ, როცა რუსული ავიაკომპანიის „აზიმუტის“ თვითმფრინავი თბილისში დაეშვა, პირველად ოთხი წლის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აკრძალვის დროიდან.

საქართველოს მთავრობა მიესალმა რუსეთის სამგზავრო ავიაკომპანიების პირდაპირი რეისების განახლებას საქართველოში, რომლებიც 2019 წელს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით შეჩერდა და რომლებიც რუსეთის მეთაურმა 15 მაისს მოულოდნელად განაახლა.

ამას წინათ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, ნება დაერთო ზოგიერთ რუსულ ავიაკომპანიას ყოველდღიური რეისების შესრულების თაობაზე, მოსკოვიდან თბილისში და პირიქით. მთავრობა აცხადებს, რომ ავიამიმოსვლის განახლება მომგებიანი იქნება იმ ეთნიკური ქართველებისათვის რომლებიც საზღვრის მეორე მხარეს, რუსეთში ცხოვრობენ და საქმიანობენ.

თბილისის აეროპორტში საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელში პლაკატები ეჭირათ, რომელზეც გამოსახული იყო ფრაზა - „რუსულო საჰაერო ხომალდო, „იდი ნა ...“. ზოგიერთებს დინამიკები ჰქონდათ და მუდმივად იმეორებდნენ იმ გამონათქვამს, რომლითაც კუნძულ ზმენის დამცველმა უკრაინელმა მებრძოლებმა რუსულ სამხედრო ხომალდს უპასუხეს, როცა რუსებმა მათ ტყვედ ჩაბარების ულტიმატუმი წაუყენეს.

ირაკლი კობახიძის - მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერის მტკიცებით, რეგულარული სამგზავრო ავიამიმოსვლის განახლება რუსეთიდან მნიშვნელოვნად შეამცირებს იმ ქართველების ხარჯებს, რომლებსაც რუსეთში სამუშაოდ ან ნათესავების სანახავად წასვლა სურთ. მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლებას ამ საკითხის მიმართ „ფრთხილი და პრაგმატული მიდგომა“ აქვს. თუმცა, ამის მიუხედავად, მას მწვავედ აკრიტიკებენ, რომ არ გმობს რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებას უკრაინაში. ბევრი ქართველი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია „პირდაპირ საბოტაჟს ეწევა“ ქვეყნის ევროპული ინტერგრაციის მიმართ.

ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკოსებს ეჭვი აქვთ, რომ ფრენების აღდგენა საშუალებას მისცემთ რუს ჩინოვნიკებს და ბიზნესმენებს გვერდი აუარონ დასავლურ სანქციებს. მათ დემონსტრაციულად განაცხადეს, ქართველ ხალხს ევროპა აქვს არჩეული და არა რუსეთი.

მართალია, აეროპორთან გამართული აქცია ზოგადად მშვიდი იყო, მაგრამ როცა  ანტირუსული მტრული ატმოსფერომ გამწვავება დაიწყო, პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა.

ქართველი ჟურნალისტები თვითმფრინავიდან გადმოსულ რუს ტურისტებს აეროპორტის დარბაზში დახვდნენ. ერთ-ერთმა ჯურნალისტმა რუს მგზავრ ქალს ეკითხება; „იცით თუ არა თქვენ, რომ რუსეთი ოკუპანტია?“. ქალი ამბობს, რომ კომენტარს არ გააკეთებს. ჯურნალისტი არ ეშვება და ისევ ეკითხება. „მე აქ დასასვენებლად ჩამოვედი“, - მორიდებულად პასუხობს რუსი მგზავრი.

ანტირუსული საპროტესტო აქცია ჩატარდა თბილისის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედანზეც, სადაც დინამიკებიდან ჩვეული ფრაზა - „რუსულო ხომალდო, „იდი ნა ...“ გაისმოდა.

რუსეთის დამპყრობლური ომი უკრაინაში ქართველებისათვის უცხო არ არის - ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის წინამძღვრები ჯერ კიდევ 2008 წელს გახდა ცნობილი, როცა რუსებმა  აფხაზეთ/სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში ქართული არმია სროლებში ჩაითრიეს. ამ ფაქტმა რუსეთის ხელმძღვანელობას სტიმული მისცა საქართველოში სამხედრო ზალა გამოეყენებინა. ქართული არმია დამარცხდა და რუსეთმა საქართველოს ორივე სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებლად აღიარა.

საქართველო აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს თავის ტერიტორიად თვლის, იგივე პოზიცია აქვს საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომელიც საქართველოს ტერიტორიის 20%-ს რუსეთის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს

ამასობაში კი რუსეთის ათი ათასობით მოქალაქემ, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის ფონზე, თავი აარიდა ჯარში გაწვევას და შეიარაღებულ ძალებში მობილიზებას. მათ სამშობლოში თავიანთი სახლები დატოვეს და თავშესაფარი საქართველოში ჰპოვეს. (წყარო:  https://www.dailymail.co.uk/news/article-12102957/Russian-tourists-met-furious-protesters-Tbilisi-flights-Georgia-resume.html).

შენიშვნა: ამ თემაზე სტატია გამოქვეყნდა აგრეთვე გაზეთ „ინდეფენდენთის“ (The Independent) ვებ-გვერდზეც სათაურით „რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“ - ქართველების პროტესტი მოსკოვთან ავიამიმოსვლის განახლების გამო“ (ავტორი - ოლივერ პრიჩარდ-ჯონსი).

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის