USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Тбилиси
დედოფლისწყაროს სიღნაღთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება
дата:  613
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სიღნაღის მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება
 
 ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ასფალტის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. 4 კმ-იან მონაკვეთზე კი, უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარი
 
 პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება 10.5 კმ-იან მონაკვეთს. სარეაბილიტაციო გზა სოფელ არბოშიკიდან იწყება და სოფელ ზემო მაჩხაანს გაივლის
 
 პროექტით გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია. ასევე მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და საგზაო ნიშნები. მოინიშნება გზის სავალი ნაწილიც
 
 პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11.7 მილიონი ლარია
Тбилиси
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати