USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
დედის დღეს გილოცავთ უსაყვარლესო დედებო
Date:  5501

ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ყველაზე მეტად ვუყვარვართ არის დედა.

სააგენტო "თბილისი პოსტი" ყველა დედას გილოცავთ დღევანდელ დღეს.

გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიკეთეს და წარმატებებს.

 

როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“,

როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;

ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -

ვინ გიმღეროდა?!

- მშობელი დედა.


ეზოში როცა იტკენდი რამეს, -

ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!

შენი გულისთვის უძილო ღამეს

ვინ ათენებდა?! 

- მშობელი დედა.


ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -

შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!

შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით

ვინ ვერ ისვენებს?!

- მშობელი დედა.


ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე

ვის უხარია ყველაზე მეტად?!

ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, - 

ვინ იამაყებს?!

- მშობელი დედა

მუხრან მაჭავარიანი

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way