USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
Тбилиси
დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტებზე კანონით გათვალისწინებული პირობების აღსრულება მკაცრდება
дата:  313

ვანდალიზმის წინააღმდეგ, მუნიციპალიტეტთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროც იმუშავებს, აღნიშნულ ფაქტებზე კი კანონით გათვალისწინებული პირობების აღსრულება გამკაცრდება, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე განმარტებით, აქამდე ამ მიმართულებით კანონი მოქმედებდა, თუმცა აღსრულების მხრივ, გარკვეული პრობლემები არსებობდა.

„მაშინ, როცა ქალაქში კვლავ უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, ფიქსირდება ბევრი შემთხვევა, როცა მოქალაქეთა ნაწილი მიზანმიმართულად, ვანდალურად აზიანებს შენობების ფასადებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ვანდალურად დაზიანების 5 000-მდე ფაქტია დაფიქსირებული - ასეთია შენობა-ნაგებობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, სხვადასხვა უწყების შენობები, მეტროსადგურების ამოსასვლელები, გაჩერებები და ა.შ. ამ მიმართულებით უკვე მოქმედებს კანონი, თუმცა მივმართავთ თხოვნით პარლამენტს, რომ მოხდეს მისი გამკაცრება. ვანდალიზმის შედეგების გამოსწორებას რაც შეეხება, საუბარია ათეულობით მილიონ ლარზე, რომელიც ისევ თქვენი თანხაა, რიგითი მოქალაქეების, რაც ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს მაშინ, როცა შეგვიძლია, აღნიშნული თანხები მივმართოთ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დაავალა „თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ ხელმძღვანელს გოგი ჩიქოვანს, რომ აღნიშნული მიმართულება გახდეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.

„ასევე ვთხოვ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმღვანელს გიორგი პაპავას, ხვალიდან დაიწყოს შესაბამისი სამუშაოები, რომ ორი კვირის განმავლობაში მოწესრიგდეს შენობების ფასადები. ჩვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძესთან და უწყების სხვა წარმომადგენლებთან გავმართეთ სამუშაო შეხვედრა, სადაც ვიმსჯელეთ პრობლემის მოგვარების გზებზე. მადლობა პირადად მინისტრს მხარდაჭერისთვის. სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ჩართულობა მსგავსი პრობლემების მოგვარებაში უმნიშვნელოვანესია. არავის დაჯარიმება არ გვიხარია. ყოველთვის გთხოვთ, რომ დაემორჩილოთ კანონს, არ გადავაბიჯოთ ზღვარს, რადგან ეს ქალაქი არის ყველასი. გთხოვთ, არ დავაზიანოთ შენობების ფასადები, პარკები, სკვერები, საერთო სარგებლობის ქონება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს კანონით დაკისრებული მოვალეობის მკაცრად აღსრულება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 
мир
ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 84 დაშავდა

დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати