USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Tbilisi
დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
Date:  871

დედაქალაქის ქუჩებში წუხანდელი ღამიდან უწყვეტად მიმდინარეობს გზის გაწმენდის და ტექნიკური მარილის მოყრის სამუშაოები. კერძოდ, გაიწმინდა იპოდრომის გზა, მარჯვენა სანაპიროს გზის ნაწილი იუსტიციის სახლთან, თბილისის ზღვის მიმდებარე გზა, მარცხენა სანაპირო, აღმაშენებლის ხეივანი, ნუცუბიძის პლატო, ლისის ტბასთან მისასვლელი გზები, ნუცუბიძის პლატო, ჭავჭავაძის, წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, რობაქიძის, თამარ მეფის, მარშალ გელოვანის გამზირები, ვახუშტის ხიდთან და მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე პანდუსები, მაჭავარიანის, მელიქიშვილის, ბარნოვის, პეტრიაშვილის, შანიძის, აბასთუმნის, ბაქრაძის, მუხრანის, ქავთარაძის, ცინცაძის, გურამიშვილის, ჟვანიას, ჯიქიას, ჩარგლის, გუდამაყრის, ქსნის, ბერძენიშვილის, რაზმაძის, არაყიშვილის, რიგის, ჯაფარიძის, ბერი გაბრიელ სალოსის, უნივერსიტეტის, გრიბოედოვის, კუტუზოვის, ქერჩის, თამარაშვილის, ბაქრაძის, თავხელიძის, რჩეულიშვილის, პუშკინის, ბოჭორმის, იალბუზის, მიცკევიჩის, საირმის, ქუთათელაძის, მცხეთის, აბაშიძის, მიშველაძის, მაყაშვილის ქუჩები, ასევე, თბილისს შემოერთებული ტერიტორიები: კოჯორი, ბეთანია, კიკეთი, სამადლო, წყნეთი, ტაბახმელა.

ტექნიკური მარილი დაიყარა მეტროს შესასვლელებში, მიწისქვეშა გადასასვლელებთან და ავტობუსის გაჩერებებზე.

აღნიშნული გზების ნაწილი გუშინაც გაიწმინდა. მათ შორის, აღმაშენებლის ხეივანი, კახეთის გზატკეცილი, აეროპორტის დასახლება, ლოტკინის დასახლება, თბილისის ზღვის მიმდებარე გზა, ფონიჭალა, ზაჰესის დასახლება, ვარკეთილი, მესამე მასივი, ლილოს დასახლება, ნუცუბიძის პლატო, ზემო ვაკე, ქეთევან წამებულის და დუმბაძის გამზირები, გობრონიძის, ნონეშვილის, ნოზაძის, გურიის, შენგელიას, ლიბანის, თამარაშვილის, მინდელის, ქერჩის, დადიანის, გურამიშვილის, ხუდადოვის, გახოკიძის, ჟღენტის, დოლიძის, პოლიტკოვსკაიას, ამაშუკელის, ბერიტაშვილის, ბელიაშვილის, მელიქიშვილის, კოსტავას ქუჩები.

გზებზე ჯამში 500 ტონამდე ტექნიკური მარილი დაიყარა. სამუშაოები დღის განმავლობაში გაგრძელდება.

tbilisi
თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს.

"საბაჟო გამშვები პუნქტი "თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა (19,4 კილოგრამი) აღმოაჩინეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდაბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც ბანგკოკი-მუმბაი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების შესაბამისად, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way