დედაქალაქის მერია უსახლკარო ადამიანებს ლილოში მდებარე თავშესაფარს სთავაზობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მერს კითხვით მიმართეს, თუ რას სთავაზობს დედაქალაქის მერია იმ ადამიანებს, ვისაც ღამის ქუჩაში გათევა უწევს და ამით დაწესებულ კომენდანტის საათს არღვევს.
„მერია სთავაზობს თავშესაფარს, რომელიც არის განთავსებული ლილოში და საკმაოდ ბევრი ადგილია დარჩენილი. ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ კონკრეტული თავშესაფრით, რომელიც არის ყველანაირად მოწესრიგებული, სუფთა და კვებით უზრუნველყოფილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.