USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის პრეზენტაციას დაესწრო
дата:  347

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის პრეზენტაციას დაესწრო.

ახალი ხედვა განათლებისმეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად წარუდგინა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნათბილისის მუნიციპალიტეტისა და განათლებისმეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობა გრძელდებაკონკრეტული მიმართულებების მხარდაჭერა დედაქალაქის მერიის მხრიდან მომავალშიც გაგრძელდება.

ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას განათლებისმეცნიერების და ახალგაზრდობის  სამინისტროსთანძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის მიმართულება და ა მხრივ რამდენიმე სიახლეს გამოვყოფდირაც ვფიქრობდიდი ინტერესის საგანი იქნება ახალგაზრდებისთვის - საგრანტო პროგრამებიროგორც ინდივიდუალურადასევე ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვისინდივიდუალურად განსაზღვრულია თანხა 15 000 ლარის ოდენობითხოლო ორგანიზაციებისთვის 100 000 ლარი იქნება საგრანტო თანხის მოცულობაეს მისცემს ახალგაზრდებს იმის შესაძლებლობასრომ თავიანთი იდეების რეალიზება შეძლონ სხვადასხვა პროექტის სახით.

რაც შეეხება ახალგაზრდულ ფესტივალსის მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება და მუნიციპალიტეტი მზად არისმონაწილეობა მიიღოს მასშისაკმაოდ საინტერესო პროგრამებს და პროექტებს ვახორციელებთ ამ მიმართულებით და მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც განათლებისმეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, 2024 წელს სამინისტრო ახალგაზრდებს შესთავაზებს მასშტაბურ ახალგაზრდულ ფესტივალსრომელშიც საქართველოს ყველა უნივერსიტეტიდან 25 000-მდე სტუდენტი ჩაერთვება.

მისივე თქმითგანათლებისმეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთადბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ თემატურ საგრანტო კონკურსს გამოაცხადებსრომელიც საქართველოში მცხოვრები პრაქტიკულად ყველა ახალგაზრდისთვისმათი საინტერესოშემოქმედებითი იდეების თუ პროექტების განხორციელების უნიკალური შესაძლებლობა იქნება.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати