USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
დედაქალაქის მერი ე.წ. კადეტთა კორპუსზე: ეს არ არის მხოლოდ რეაბილიტაცია, გარემონტებულ ბინებს ვაბარებთ
дата:  599

თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე თავის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, პროექტი 2024 წლის ზაფხულში დასრულდება.

„მთაწმინდის რაიონში კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეს არის კადეტთა კორპუსი. გარკვეული ნაწილის დემონტაჟი გახდა საჭირო, რადგან რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. დანარჩენი ნაწილი შენარჩუნდა და ავთენტურად პირვანდელი სახით აღდგება. თითოეულ დეტალს, ორნამენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ეს ყველაფერი შენარჩუნდება. 90-მდე ოჯახი ქირით გვყავს გაყვანილი და მომავალი წლის ზაფხულში მთლიანად დასრულდება სამუშაოები. ეს არ არის მხოლოდ რეაბილიტაცია, გარემონტებულ ბინებს ვაბარებთ. ბოლოს კი ეზო მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები.

კადეტთა კორპუსის შენობა XIX საუკუნის მნიშვნელოვან არქიტექტურულ ობიექტს წარმოადგენს. რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს შენობის აღდგენას ძველი იერსახის შენარჩუნებით, ახალი მიშენების მოწყობას, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, მათ შორის, შენობის ავარიული შუა ფლიგელის დემონტაჟს და მის ნაცვლად ახალი მონოლითური კონსტრუქციის მშენებლობას, ლაღიძის ქუჩის მხარეს არსებული ფლიგელის კონსტრუქციულ გამაგრებას.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიული კედლების გადაწყობა და კონსტრუქციული გამაგრება, ხოლო ავარიული ღიობების მოჩარჩოება და მზიდი კედლების გამაგრება დასრულდა.

კადეტთა კორპუსის ისტორია 1871 წლიდან იწყება, როდესაც ქალაქში დაწყებითი სამხედრო სკოლა გაიხსნა. სამხედრო სასწავლებლების შესახებ კანონის თანახმად, თბილისის კადეტთა კორპუსს გენერალი ან პოლკოვნიკი ხელმძღვანელობდა. სასწავლებელში იღებდნენ სხვადასხვა სოციალური ფენისა და ეროვნების წარმომადგენლებს. დროთა განმავლობაში კადეტთა რიცხვი იზრდებოდა. 1914 წლისთვის მათმა რაოდენობამ 421 სტუდენტს მიაღწია. შენობა კი 350 ადამიანზე იყო გათვლილი, შესაბამისად, ახალი შენობის აგების გადაწყვეტილება მიიღეს. კადეტთა კორპუსმა ფუნქციონირება 1918 წელს შეწყვიტა.
мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати