„დედამიწის საათის“ ფარგლებში, მსოფლიოს ქვეყნებში ერთი საათის განმავლობაში მთავარი ღირსშესანიშნაობების ელექტროგანათება გამოირთო.
ერთი საათით ჩაბნელდა პარიზის მთავარი ღირსშესანიშნაობა ეიფელის კოშკი და რომის კოლოსეუმი. განათება გამორთეს ბარსელონას საგრადა-ფამილიას კათოლიკურ ბაზილიკაშიც.
მთავარ ღირსშესანიშნაობებზე განათება გამოირთო ნიუ-იორკში, რიო-დე-ჟანეიროში, სიდნეიში, ნიუ დელიში, მუმბაიში, ტოკიოსა და ჰონგ-კონგში.
„დედამიწის საათის“ გლობალურ ეკოლოგიურ კამპანიას ყოველწლიურად პლანეტის მილიონობით მცხოვრები უერთდება.