USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, "პატრიოტები" აფხაზეთში ხატის ჩასატანად იმყოფებოდნენ
Date:  695

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი, პარტია “სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე ლაშა საკანია განცხადებას აქვეყნებს, რომლითაც ადასტურებს, რომ პატრიოტთა ალიანსის წევრები აფხაზეთში ვიზიტით იმყოფებოდნენ.

 

მისივე თქმით, საპარლამენტო პარტიის წარმომადგენლებმა ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთში მდებარე ილორის მონასტერში ღვთისმშობლის ხატი ჩაიტანეს. 

"აგვისტოს დასაწყისში მე დამიკავშირდნენ ძველი მეგობრები რუსეთის ფედერაციიდან და მთხოვეს, დავხმარებოდი მათ, საქართველოდან ილორის ტაძარში ღვთიშობლის ხატის გადატანაში, რადგან მათ დავით თარხან მოურავმა მიმართა. 

შესაბამისად ჩემი რუსი მეგობრები კვლავ მოვიდნენ ჩემთან თხოვნით, ორგანიზება გამეწია ხატის ეკლესიაში გადატანისთვის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ამით დასრულდა ჩვენი მისია", - აცხადებს საკანია

საკანია ირწმუნება, რომ პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლების ვიზიტი პოლიტიკური კონტექსტისგან დაცლილი იყო და, შესაბამისად, ვიზიტის ფარგლებში მათ პოლიტიკური მოლაპარაკებები არ უწარმოებიათ

"არავისთან მოლაპარაკებები არ გვქონია. ეს იყო ჰუმანიტარული აქტი, რომელიც ჩემმა მეგობრებმა მთხოვეს, ყოველგვარი პოლიტიკური ასპექტებისა და შედეგების გარეშე. ხატის გადაცემის შემდეგ ხალხმა ილოცა და ამით ამოიწურა მათი ვიზიტი", - აცხადებს საკანია

პატრიოტთა ალიანსის ლიდერების, ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის აფხაზეთში საიდუმლო ვიზიტის შესახებ ინფორმაცია პირველად, 20 აგვისტოს "მთავარმა არხმა" გაავრცელა. 

21 აგვისტოს, აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა საიდუმლო შეხვედრა გამართეს „პრეზიდენტის“ თანაშემწე ლაშა საკანიასთან.

პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებს აფხაზეთში შესაძლო ვიზიტის შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. 

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way